LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოველთვის ძალიან მიყვარდა ეს სიმღერა… ჩემი ვერსია ცოტა განსხვავებულია და იმედია, მსმენელს მოეწონება“ – არჩილ ცანკაშვილი

372
331017182_1084144202978445_7977992770085410575_n

11 თებერვალს რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკას „მხიარული დილა“ მომღერალი არჩილ ცანკაშვილი სტუმრობდა, რომელმაც დაგეგმილ კონცერტზე და ახალ მუსიკალურ ნამუშევარზე ისაუბრა. ეთერში სიმღერის „გამოდი“ პრემიერა შედგა.

არჩილ, როგორია სამომავლო გეგმები, კონცერტები თუ გაქვს დაგეგმილი ახლო მომავალში?

კონცერტები უკვე ჩანიშნულია, გადატვირთული იყო იანვარიც. ახლა 14 თებერვლის კონცერტს ველოდებით, რომელიც „De flore“-ში გაიმართება. წარმოდგენილი ვიქნებით 3 არჩილი, მე, აჩიკო ბერიძე და აჩიკო ფურცელაძე. მსუყე, კარგი, სავსე რეპერტუარი იქნება და როგორც ყოველთვის, კარგ საღამოს ველით.

 ვისაუბროთ შენს ახალ სიმღერაზე, „გამოდი“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ეს სიმღერა კონსტანტინე პევზნერმა დაწერა და თქვენ წარმოიდგინეთ, პირველად 1956 წელს გაჟღერდა. ტექსტის ავტორი პეტრე გრუზინსკია. ეს სიმღერა ყველასთვის ნაცნობია, 1956 წლის მერე ამ სიმღერის მრავალი ვერსია გაკეთდა. ჩემი ვერსია ცოტა განსხვავებულია და იმედია, მსმენელს მოეწონება. ჩაიწერა სტუდია „უნივერსალში“, დათო უგრეხელიძესთან.

რატომ შეაჩერე არჩევანი ამ სიმღერაზე?

ყოველთვის ძალიან მიყვარდა ეს სიმღერა და სულ მინდოდა, რაღაც განსხვავებული ვარიანტი შემომეთავაზებინა. ვფიქრობ, გამომივიდა.

 

გადაცემის ჩანაწერი:

არჩილ ცანკაშვილი – გამოდი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები