აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 7 თებერვალს თეთრ სახლში ხელი მოაწერა ქალთა გლობალური განვითარებისა და წარმატების ინიციატივას. ხელმოწერას პროექტის ავტორთან, პრეზიდენტის მრჩეველ ივანკა ტრამპთან, აშშ-ის სახელმწიფო, ვაჭრობის, ხაზინის მდივნებთან და რამდენიმე ქვეყნის წარმატებულ ქალთან ერთად, ესწრებოდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი, ნინო ზამბახიძე. მან პრეზიდენტ ტრამპსა და დამსწრე საზოგადოებას უამბო, თუ როგორ შეცვალა აშშ-ის მთავრობის გრანტმა მისი ცხოვრება.
გუშინ კი ნინო ზამბახიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილი, რომელიც ივანკა ტრამპისგან მიიღო.
დონალდ ტრამპის ქალიშვილი წერილში აღნიშნავს, რომ ქართვლი ფერმერის ამბავმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და გამოთქვამს იმედს, რომ ნინო ზამბახიძის გამოცდილება სხვა ქალებისთვისაც გახდება შთაგონების წყარო.
„აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ ლამაზი საჩუქრისთვის. ყოველჯერზე გამახსენდებით, როდესაც მას გავიკეთებ“- წერს ივანკა ტრამპი
„გული ყელში რომ გაქვს ამოვარდნილი ეს გრძნობაა ეს წერილი!“ – ამბობს ნინო ზამბახიძე და აღნიშნავს, რომ საჩუქარი ქართული ყაბალახი იყო.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=10219087173235071&set=a.1186798274957&type=3&theater