LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველთვის კარგია ინფორმაციის სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი პირველწყაროდან მოსმენა: კალიურანდი გახარიასთან შეხვედრაზე

47
202456610-327722545477839-3365486465481064106-n

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი სოციალურ ქსელში “ტვიტს” ავრცელებს.

კალიურანდი გახარიას მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ:

“ყოველთვის კარგია, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და მისწრაფებების შესახებ ინფორმაციის სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი პირველწყაროსგან მოსმენა. მადლობა გიორგი გახარია დღევანდელი შეხვედრისთვის.” – წერს ევროპარლამენტარი “ტვიტერში”.

შეგახსენებთ, პოლიტიკური პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე ბრიუსელში დასავლელ პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრებს მართავდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, გახარია მარინა კალიურანს შეხვდა და არსებული პოლიტიკური პროცესები და მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განიხილა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g