LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოველთვის მეგონა — უკვდავი იყო… დასრულდა ეპოქა, მაგრამ უწმინდესის სინათლე მუდამ გაანათებს ჩვენს გულს და გონებას“ – ია ფარულავა ილია მეორის გარდაცვალებაზე

160
ია ფარულავა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური განცხადება კავკასიის მედიცინის ცენტრში პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ გუშინ გააკეთა.

„მინდა მივუსამძიმრო ყველა ქართველს… რამდენიმე წუთის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა ილია მეორემ ღვთივ განისვენა“ – მეუფე შიო

აღნიშნულთან დაკავშირებით, მსახიობი ია ფარულავა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ქვეყნებს.

„12 წლის ვიყავი, პირველად რომ დავდექი ზეთისცხებაზე პირისპირ.

დღემდე მახსოვს ის წუთი…

რაღაც ისეთი სითბო და სიყვარული ვიგრძენი, რაც მანამდე არასდროს მქონია.

თითქოს ყველაფერი გაჩერდა.

ხმაური გაქრა.

და უცებ — სიმშვიდე ჩამოწვა, ისეთი, რომელსაც ვერც ხსნი, ვერც იმეორებ.

იმ დღიდან ჩემთვის ის უბრალოდ პატრიარქი აღარ იყო.

იყო შეგრძნება.

იყო რწმენა.

იყო რაღაც ძალა

ყოველთვის მეგონა — უკვდავი იყო.

ყველას თავისი წილი უწმინდესი ჰყავდა.

იმათაც კი, ვინც ახლოდან არასდროს შეხვედრია — მაინც გრძნობდნენ.

მაინც ჰქონდათ რაღაც კავშირი.

დასრულდა ეპოქა, მაგრამ უწმინდესის სინათლე მუდამ გაანათებს ჩვენს გულს და გონებას 

უფალმა დაუმკვიდრა სასუფეველი. 🙏“, – წერს ია ფარულავა.

„საოცარი სიმშვიდე, სიყვარული და არამიწიერი ენერგიის ძალა მოდიოდა მისი უწმინდესობისგან… მეგონა არასდროს დასრულდებოდა… ერთხელ უცხოელი ჟურნალისტი მყავდა ინტერვიუზე და შემდეგ მეუბნება: „ის მიწიერი ადამიანი არ არის ნათია“ – ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე ილია მეორეზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g