LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოველთვის ვერ გავიმარჯვებთ, მაგრამ მაინც გამარჯვებულები ვიქნებით, რადგან გვყავს არაჩვეულებრივი ახალგაზრდები, რომლებმაც ამ სტადიონის ნაწილი დაალაგეს“ – სალომე ზურაბიშვილი „სადაგის“ წამოწყებას მიესალმება

133
სალომე ზურაბიშვილი

ბათუმში საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკის რაგბის ეროვნული ნაკრებების მატჩი ჩატარდა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ფიჯის ნაკრებთან 12:21 დამარცხდა.

თამაშზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ტრიბუნებიდან ქომაგობდა რაგბის ეროვნულ ნაკრებს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება საქველმოქმედო ორგანიზაცია „სადაგის“ წამოწყებას, რომლის ორგანიზებითაც ბათუმის სტადიონზე საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკის რაგბის ეროვნული ნაკრებების მატჩის შემდეგ, დასუფთავების აქცია გაიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტი ბათუმელ მოხალისეებსა და ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა და მადლობა გადაუხადა მათ ამ წამოწყებისათვის.

„დღეს მატჩი ვერ მოვიგეთ. ყოველთვის ვერ გავიმარჯვებთ, მაგრამ მაინც გამარჯვებულები ვიქნებით, რადგან ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი ახალგაზრდები, რომლებიც დღეს გავიცანი და რომლებმაც ამ სტადიონის ნაწილი დაალაგეს და შემდგომშიც გააგრძელებენ.

ეს არის ის არაჩვეულებრივი მოქალაქეობრივი ნიჭი, რომელიც გვაქვს და ის არაჩვეულებრივი საზოგადოება, რომელიც გვყავს, რაც თავისთავად, ჩვენი გამარჯვებაა.

ძალიან დიდი მადლობა ამ პატარებს, დიდებსა თუ ახალგაზრდებს. ეს არის ჩვენი მომავალი საზოგადოება, რომელიც არის შეგნებული, შემართებული და ყოველთვის გაიმარჯვებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები