ყვარელი-ახალსოფელის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე სწრაფად მიმავალი მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რკინის ღობეს დაეჯახა და ამოტრიალდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია „ფორტუნას“ შსს-ში დაუდასტურეს.
სამედიცინო პერსონალმა დაშავებულ ადამიანებს შესაბამისი დახმარება გაუწიეს.
როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.