ყვარელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა – არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 17 წლის ბიჭი.
გავრცელებული ცნობით, შემთხვევა 30 აპრილს, საღამოს, ყვარლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა – თვითმხილველების განცხადებით, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც 5 ახალგაზრდა იმყოფებოდა, ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა. ადგილზე გარდაიცვალა 17 წლის ბიჭი, ავტომობილში მყოფი სხვა ახალგაზრდები კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
