ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 29 წლის ქალი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დაშავდა
შემთხვევა ალაზნის ხიდთან მოხდა.
ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
ის გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში იყო მოთავსებული.
ექიმის თქმით, ქალი საავადმყოფოში მიყვანის დროს მძიმე მდგომარეობაში იყო და მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.
რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა, ყვარლის მუნიციპალიტეტში ალაზნის ხიდთან დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. რა დროსაც ორივე ავტომობილში მყოფმა მგზავრებმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
