LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყვარლის ფულის მუზეუმმა ემიგრანტებს უმასპინძლა

148
ფულის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული ბანკის ყვარლის ფულის მუზეუმმა ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაციის წარმომადგენლებსა და მასთან არსებულ ქართულ-ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს „ივერიელებს“ უმასპინძლა.

ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმის „ფინედუს“ წარმომადგენლებმა საბერძნეთში მცხოვრები 30-მდე ქართველი ემიგრანტი მოსწავლისთვის საგანმანათლებლო შეხვედრა გამართეს. ახალგაზრდები ეროვნული ბანკის ფუნქციებს, ფინანსური განათლების ძირითად ინსტრუმენტებს და საგანმანათლებლო პროექტებს გაეცნენ.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში ფულის მუზეუმის კურატორმა როლანდ სპანდერაშვილმა სტუმრებს სპეციალური ტური ჩაუტარა, გააცნო ქართული ფულის ისტორია და უნიკალური ექსპონატები დაათვალიერებინა.

ემიგრანტების ვიზიტი ფულის მუზეუმში ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში ჩატარდა. აღნიშნული სტრატეგია 2023 წელს განახლდა და მის ერთ-ერთ მთავარ სამიზნე სეგმენტად ემიგრანტები განსაზღვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g