ყვავილების მაღაზია Fleur de lys მომხმარებელს 8 მარტს 10%- იან ფასდაკლებას სთავაზობს.
როგორც მაღაზიის მენეჯერმა ქეთევან ხერკელაძემ ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა, Fleur de lys მომხმარებელს ევროპულ სტილს სთავაზობს. ფლორისტი მოწვეულია, ყვავილები კი ძირითადად ჰოლანდიურია. მისივე ინფორმაციით, მოთხოვნა დიდია არასეზონურ ყვავილებზე. ყველაზე პოპულარულია ტიტები, თეთრი, ყვითელი და ასევე ფერადი ვარდები. როგორც ხერკელაძემ აღნიშნა, მაღაზია მსურველს ასევე ინტერიერის გასაფორმებელ კომპოზიციებს სთავაზობს.
”ჩვენთან თაიგულები ყვავილების შესაფერის ულამაზეს პერგამენტებში იფუთება. ასევე გვაქვს ხელნაკეთი აქსესუარები თაიგულების გასაფორმებლად. რა თქმა უნდა, გვაქვს სტანდარტული მუყაოს ყუთებიც, რომელიც ასევე პოპულარულია. კლიენტები ყოველთვის თავად წყვეტენ როგორ უნდა გაფორმდეს მათი ყვავილები. თაიგულის ფასი კი დამოკიდებულია მომხმარებლის სურვილსა და შესაძლებლობაზე,” – აღნიშნა ქეთევან ხერკელაძემ.
მაღაზია მდებარეობს მიცკევიჩის 15 ნომერში. მსურველებს შეკვეთა ასევე Facebook ის ოფიციალური გვერდზე შეუძლიათ ( https://www.facebook.com/www.fleurdelys.ge/timeline ) , ადგილზე მიტანის სერვისი კი უფასოა.