LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა ადამიანს თავისი აღმსარებლობის მიხედვით შეუძლია ილოცოს სადაც საჭიროა და ეს არ იქნება გაღიზიანების მიზეზი: ჩოხატაურის მერი

109
ირაკლი-კუჭავა

“ამ სოფელში თანაცხოვრება გაგრძელდება. ყველა ადამიანს თავისი აღმსარებლობის მიხედვით შეუძლია ილოცოს სადაც საჭიროა და ეს არ იქნება გაღიზიანების მიზეზი,” – ამის შესახებ ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ ბუკნარში მხარეთა შორის შეთანხმების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, შეთანხმების სურვილი ორმხრივი იყო და შესაბამისად, მოლოდინი, რომელიც მას გააჩნდა, გამართლდა.

,,ის მოლოდინი რაც გვქონდა, გამართლდა. გამართლდა იმის გამო, რომ ეს ადამიანების  ორმხრივი სურვილი იყო. ყველა შეკრებილი აქედან კმაყოფილი უნდა იყოს. ამ სოფელში გაგრძელდება თანაცხოვრება. ყველა ადამიანს თავისი აღმსარებლობის მიხედვით შეუძლია ილოცოს სადაც საჭიროა და ეს არ იქნება გაღიზიანების მიზეზი. სხვათაშორის არც აქამდე ყოფილა. ყველა, ვინც ამის პროვოცირებას ეცდება, გამოაშკარავდება და ორივე მხარეს პასუხს კანონი გასცემს ,“- თქვა ირაკლი კუჭავამ და დასძინა, რომ გასული დღეების განმავლობაში ადგილი ჰქონდა პროვაკაციას.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ბუკნარში რამდენიმე დღის წინ დაწყებული რელიგიური დაპირისპირება, დღეს მხარეთა შეთანხმებით დასრულდა. ორივე მხარემ განაცხადა, რომ მათ გასაყოფი არაფერი აქვთ და ცხოვრებას ჩვეულ რიტმში განაგრძობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები