თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი საქართველოში გამოვლენილი შემთხვევების შესახებ საუბრობს და განმარტავს, რომ ბოლო 24 საათში ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევები ყველა შემოტანილია და შიდაგავრცელება არ ფიქსირდება.
„939 პაციენტი იყო დადასტურებული, დაემატა ოთხი ახალი შემთხვევა და გვყავს 943. გამოჯანმრთელებულებიც ოთხით გაიზარდა და ამჟამად არის 821. ოთხი ახალი შემთხვევა ყველა შემოტანილია, არც ერთი არ არის შიდა გადაცემით გავრცელებული. ორი გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ხოლო ორი სხვა ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქეები არიან“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე განცხადებით, საქართველოში კორონავირუსისგან ინფიცირებულების 87 პროცენტი უკვე გამოჯანმრთელდა. დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით კოვიდ-ცენტრებში 107 პაციენტი მკურნალობს.
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა