LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა ასაკს თავისი სილამაზე აქვს, სიმწიფე გაძლევს თავდაჯერებულობას! მგონია, რომ ჩემი ნამდვილი კარიერა მხოლოდ ახლა იწყება“ – 39 წლის ირინა შეიკი Vogue-ის გარეკანზე – ტოპ-მოდელის ვრცელი ინტერვიუ

180
page

39 წლის სუპერმოდელმა ირინა შეიკმა გამოცემა Vogue Brazil-ის ორმაგი ყდა დაამშვენა. მან საოცრად თამამ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და ისეთი ბრენდების „ლუქები“ მოირგო, როგორიცაა Balenciaga, Dolce & Gabbana და Christian Cowan. ყველაზე გამორჩეული ფოტოები ისაა, რომლებზეც შეიკს მკერდზე ორი წითელი ფეხსაცმელი აქვს მიკრული.

ინტერვიუში მოდელმა გულახდილად ისაუბრა კარიერის რთულ სტარტზე, კრიტიკასა და ასაკის ზღვარზე მოდის ინდუსტრიაში.

„მოდის ინდუსტრიაში 19 წლის ასაკში მოვხვდი, რაც მაშინ უკვე დაგვიანებულად ითვლებოდა, თუმცა, ეს ნაწილობრივ ჩემი უპირატესობაც იყო, მე უფრო ზრდასრული ვიყავი და კარიერას სერიოზულად ვუყურებდი. არასოდეს წარმომედგინა, რომ მოდა ჩემი ცხოვრების ასეთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახდებოდა.

მე პატარა ქალაქში გავიზარდე, სადაც მოდის ჟურნალებიც კი არ იყო. არც ვიცოდი, რას ნიშნავდა ეს პროფესია. დავიბადე არც მდიდარ, არც ცნობილ ოჯახში. არავინ მყავდა, ვინც გზას გამიხსნიდა. მაგრამ ჩემ გარშემო ძლიერი ქალები იყვნენ. ბებიაჩემი მეორე მსოფლიო ომის გმირი იყო, დედაჩემი კი ორ სამსახურში დაუღალავად მუშაობდა, რათა ოჯახი ერჩინა. ეს ჩემი ღირებულებების საწყისი საფუძველია და ყველაფერს ვაკეთებ, რომ ეს ჩემს ქალიშვილსაც გადავცე.

კასტინგებზე ხშირად მესმოდა, რომ ჩემი ფორმები ძალიან კომერციული იყო, ისიც მითხრეს, რომ გარეგნობა უნდა შემეცვალა. ჩემ მიმართ დამამცირებელი კომენტარებიც მსმენია. მაშინ მოდა მხოლოდ ძალიან ახალგაზრდა გოგონებზე იყო ორიენტირებული. ახლა კი ინდუსტრიას უფრო ინდივიდუალურობა მოსწონს.

ყველა ასაკს თავისი სილამაზე აქვს. სიმწიფე გაძლევს თავდაჯერებულობას, რომელიც ახალგაზრდობაში არ გაქვს. მგონია, რომ ჩემი ნამდვილი კარიერა მხოლოდ ახლა იწყება“, – აცხადებს 39 წლის ვარსკვლავი, რომელიც ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ანაზღაურებად მოდელად ითლება.

ირინა შეიკისა და ეროტიკული დრამის ვარსკვლავის, მიკელე მორონეს კოცნა, ინტერნეტს იპყრობს

უცნაური საცურაო კოსტიუმი და ჩიფსები დილით – ირინა შეიკი გვაჩვენებს, თუ როგორ ატარებს დროს ბრაზილიაში ტომ ბრედისთან ერთად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები