LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა ბავშვს ემუქრება საფრთხე, არავინაა დაცული, რომ უფრო უარესს არ გააკეთებს.. მადლობა ყველას, ვინც შემეხმიანა, ბევრმა მომაწოდა ინფორმაცია და ვამუშავებთ“ – გარდაცვლილი ანი იანუშაიტიტეს დედა

215
BeFunky-collage

„მადლობა ყველას, ვინც შემეხმიანა, ბევრმა მომაწოდა ინფორმაცია და ვამუშავებთ, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან მიღებული ინფორმაცია და საჭიროა მისი გაფილტვრა, რეგიონებზეც არის საუბარი, მაგრამ გამორიცხვის მეთოდით უნდა დადგინდეს ვინ არის“, – ამის შესახებ თბილისში, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანი იანუშაიტიტეს დედამ ნატო ხუტაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ ფოტორობოტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით დამნაშავესე ძებენ , არაერთი ადამიანი გამოეხმაურა.

„გთხოვთ გააზიაროთ! ამ ფოტო რობოტის მიხედვით ვეძებთ არაადამიანს ვინც ჩემს შვილს სიცოცხლე წაართვა“ – დიდ დიღომში გარდაცვლილი გოგონას დედა მიმართვას ავრცელებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“, რომელიც ოჯახის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ ეს ფოტო შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 20 სექტემბერს არის შექმნილი.

„ფოტორობოტი თვითმხილველებზე დაყრდნობით არის შედგენილი, უდანაშაულო პირს ხელს არავინ ახლებს, ვითხოვთ, გაიგზავნოს ყველა მტკიცებულება FBI-ში“ – 12 წლის ანი იანუშაიტიტეს ​დედა

ვიდეო: „თვითმხილველები მზად იყვნენ თანამშრომლობისთვის, რომ არ ყოფილიყო ეს ზღაპრები, რომ თქვენი შვილი „სუპმა“ დაახრჩო, მაშინ უკვე ნაპოვნი იქნებოდა ის პიროვნება“ – გარდაცვლილი ანა იანუშაიტიტეს დედა

„ჩემი შვილი აღარ გაცოცხლდება, მაგრამ სანამ მკვლელი ქუჩაში თავისუფლად დათარეშობს, ყველა ბავშვს, ახალგაზრდას ემუქრება საფრთხე, არავინაა დაცული, რომ ის უფრო უარესს არ გააკეთებს, უფრო უარესი რა უნდა გააკეთოს, მაგრამ შეიძლება გააუპატიუროს ან ნაჯახი ჩაარტყას, ამ შემთხვევაში არც ერთი იყო და არც მეორე.. იმისთვის ვიბრძვი, რომ სხვები გადარჩნენ..

ეს არის სუფთად ჩატარებული მკვლელობა, რაც დატოვა ნივთმტკიცებულებები, ისიც გამქრალია უნიათობის გამო.

ეს უნიათობა ძირითადად, ექსპერტიზის ბიუროსია. ამის გამო, გამოძიება ჩიხში შევიდა, ამიტომ იძულებული ვართ, FBI-ის მივმართოთ თხოვნით, რათა მათ რაიმე დნმ იპოვონ ანის ტანსაცმელზე“, – აღნიშნა ნატო ხუტაშვილმა.

ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაგზავნილი დნმ-ანაწმენდები არის დაობებული, პაკეტი გახსნილი – ეს დანაშაულია – დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანას დედა

„6 შეცდომა თუ ერთ ღამეში დაუშვა, მაშინ რა გააკეთა?! სავარაუდოდ, ის ვიღაცას ხელს აფარებდა..“ – დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანას დედა 

„იმაზე იყო აპელირება, რომ 4 შვილი ჰყავს, თუმცა მაგიდაზე 12 წლის ბავშვი რომ ეწვინა, მაშინაც უნდა ეფიქრა, რომ ისიც ბავშვი იყო“ – დიდ დიღომში გარდაცვლილი ბავშვის დედა სამხარაულის ექსპერტისთვის გირაოს შეფარდებაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g