LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა ბომბის დედა: აშშ-მ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი ბომბი გამოიყენა

220

აშშ-მა პირველად გამოიყენა ყველაზე ძლიერი არაბირთვული ბომბი საომარ პირობებში, რომლის სამიზნეც ავღანეთში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ იყვნენ.

დარტყმა აჩინის რაიონში ავღანეთის ნანგარხარის პროვინციაში განხორციელდა. ის პაკისტანის საზღვართან ახლოს მდებარეობს და ფაქტობრივად არ კონტროლდება. სამიზნე „ისლამური სახელმწიფო“, მათი გვირაბთა სისტემა იყო, რომელსაც „ბოევიკები“ გადასაადგილებლად იყენებენ.

საუბარია ბომბზე „GBU-43“-ზე, რომლის ჩამოგდება თვითმფრინავ „MC-130“-დან განხორციელდა. მისი წონა 9,5 ტონას შეადგენს.

ამერიკაში აღნიშნულ ბომბს „ყველა ბომბის დედას“ უწოდებენ. ოპერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g