LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა ცისფერთვალება ადამიანს ერთი დიდი საიდუმლო აქვს

163

მეცნიერებმა საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს: როგორც გაირკვა, ცისფერთვალება ადამიანები ერთი კონკრეტული ადამიანისგან მოდიან და ის ევროპის ტერიტორიაზე 6 000 – 10 000 წლის წინ ცხოვრობდა. სწორედ მას აღმოაჩნდა უჩვეულო მუტაცია, რომელიც დღეს თვალის ჩვეულებრივი და გავრცელებული შეფერილობაა.

თავდაპირველად ყველას ყავისფერი თვალები ჰქონდა, თუმცა დროთა განმავლობაში გენის OCA2 წყალობით, მუქი პიგმენტი ცალკე ინდივიდებს შეუერთდა, რამაც ყავისფერის სხვადასხვა ტონალობები წარმოშვა. ამ ინფორმაციის აღმოჩენით, მეცნიერები ხვდებოდნენ, რომ ცისფერი თვალი ვერ წარმოიქმნებოდა თავისით, ბუნებრივი გზით.

თუმცა ცოტა ხნის წინ მათ მორიგი გენი სახელწოდებით HERC2 აღმოაჩინეს, რომელსაც თვალის ცისფერი ფერის საფუძველი უწოდეს. ეს უკანასკნელი ამცირებს OCA2-ის გავლენას, რომელიც მელანინის მუქი პიგმენტის წარმოშობაზეა პასუხისმგებელი. მიიჩნევენ, რომ პირველად ასეთი ცვლილება მაშინ მოხდა, როდესაც ხალხი აფრიკიდან საცხოვრებლად ევროპაში გადადიოდა და ეს რამდენიმე ათასი წლის წინ იყო. ამ გზით, ყველა ცისფერთვალება ადამიანი პირველი ჩამოსახლებული ევროპელისგან მოდის.

ამ დრომდე ვერ მოხერხდა იმ ადამიანის ვინაობის დადგენა, ვისაც ცისფერი თვალები პირველად ჰქონდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები