LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა დახველებაზე, სიცხის ოდნავ მომატებაზე, სისუსტეზე აზიმაკის ან ნებისმიერი სხვა ანტიბიოტიკის დანიშვნა არის დანაშაული: არჩილ მარშანია

323
BeFunky-collage - 2020-11-04T121632.017

ექიმი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში ანტიბიოტიკის არასწორი გამოყენების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ პანდემია ამ კუთხითაც სერიოზულ გამოწვევად იქცა.

ანტიბიოტიკების გამოყენებამდე არჩილ მარშანია პაციენტს ურჩევს დეტალურად მიიღოს ოჯახის ექიმისგან ინფორმაცია ანტიბიოტიკის დანიშვნის მიზეზებთან დაკავშირებით.

“პანდემია სერიოზული გამოწვევაა ანტიბიოტიკების არასწორი გამოყენების კუთხითაც, არც ჩვენ ვართ გამონაკლისები, თუმცა რაც ახლა ხდება არის კატასტროფა.

კონკრეტულად ამჟამინდელი ოფიციალური სტატისტიკა არ მაქვს, მაგრამ ჩემთან კავშირზე მყოფ კოვიდ-19 დადასტურებულ ან სავარაუდო ინფექციის მქონე პაციენტებთან ჩემი ძირითადი საქმიანობა არის დანიშნული მედიკამენტების მოხსნა.

რასაც ვუყურებ, ჩემი ბევრი კოლეგაც ამით არის დაკავებული.

მსუბუქ და უსიმპტომო კოვი19-ს მკურნალობა არ სჭირდება!!!

საჭიროა რეჟიმი, იზოლაცია, სითხეები, ადეკვატური ფიზიკური აქტივობა, სწორი კვება და სიმპტომების კონტროლი.

სანამ ოჯახის ექიმების ის ნაწილი, რომელიც ანტიბიოტიკოთერაპიაში ვერ ერკვევა, რამეს წაიკითხავენ, მოგმართავთ თქვენ, პაციენტებს, დანიშნულების შემთხვევაში დასვით შეკითხვები:

1- რატომ ინიშნება ანტიბიოტიკი, რა არის ამის  მიზეზი და რომელი პროტოკოლით ხელმძღვანელობს ექიმი?

2 – რატომ მაინცდამაინც ეს ანტიბიოტიკი?

3- არის თუ არა ის პირველი რიგის  ანტიბიოტიკი ამ კონკრეტული დაავადების მკურნალობისთვის?

4 – თუ არ არის ის პირველი რიგის ანტიბიოტიკი, რატომ ინიშნება მაინცმდაინც ის?

ექიმი ვალდებულია ჰქონდეს სწორი კომუნიკაცია პაციენტთან და გასცეს ყველა  თქვენს შეკითხვას პასუხი.

ნუ მოგერიდებათ შეკითხვების დასმა და ესაუბრეთ  თქვენს ექიმს, ამ ელემენტარულ შეკითხვებზე დასაბუთებული პასუხის არქონისას, უბრალოდ გამოცვალეთ ექიმი.

ყველა დახველებაზე, სიცხის ოდნავ მომატებაზე, სისუსტეზე და გაკუებაზე აზიმაკის (ან ნებისმიერი სხვა ანტიბიოტიკის) დანიშვნა არის დანაშაული!!!

ანტიბიოტიკების არასწორი დანიშნულებით ან თვითნებურად გამოყენების საფრთხეებზე ცოტა ვრცლად თუ გაინტერესებთ, იხილეთ ლინკი: https://bit.ly/3oQWtEQ

ჯანმრთელობას გისურვებთ.”- წერს არჩილ მარშანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g