რა თქმა უნდა, ყველას განსხვავებული კინოგემოვნება აქვს, თუმცა დეტექტივი სწორედ ის ჟანრია, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. გთავაზობთ ყველა დროის საუკეთესო დეტექტივებს, რათა მთავარ პერსონაჟებთან ერთად სცადოთ ჩახლართული საქმეების გამოძიება.
„ზოდიაქო“ (Zodiac, 2007) – დევიდ ფინჩერის ფილმს ჯეიკ ჯილენჰოლის, რობერტ დაუნი უმცროსის და მარკ რუფალოს მონაწილეობით, „ზოდიაქოს“ ფსევდონიმით ცნობილი სერიული მკვლელის საქმის გამოძიება დაედო საფუძვლად.
„პრესტიჟი“ (The Prestige, 2006) – კრისტოფერ პრისტის ფანტასტიკური რომანის ეკრანიზაცია კრისტოფერ ნოლანმა განახორციელა, რომელმაც მთავარ როლებზე ძველი მეგობრები კრისტიან ბეილი და ჰიუ ჯეკმანი მიიწვია. ფილმმა კრიტიკოსების მაღალი შეფასება და „ოსკარის“ ორი ნომინაცია დაიმსახურა საუკეთესო ოპერატორის და მხატვრის ნომინაციაში.
„თავბრუსხვევა“ (Vertigo, 1958) – ალფრედ ჰიჩკოკის ფილმი პენსიონერ დეტექტივზე, რომელიც სიმაღლის შიშს ებრძვის, ამერიკული კინოინსიტუტის ვერსიით, მსოფლიო დეტექტივების რეიტინგის ლიდერი გახდა. სხვათაშორის, საუკეთესო ათეულში სასპენსის ოსტატის კიდევ სამი ფილმი: „ფანჯარა ეზოში“, „ჩრდილოეთისკენ ჩრდილო-დასავლეთის გავლით“ და „მკვლელობის შემთხვევაში აკრიფეთ М“ მოხვდა.
„ფარგო“ (Fargo, 1996) – ძმები კოენების უბერებელი კლასიკა, 10 წლის შემდეგ გახმაურებულ მინისერიალს დაედო საფუძვლად.
„შვიდი“ (Seven, 1997) – ნუარის სტილში გადაღებულ ფილმში, რომელიც დევიდ ფინჩერმა ენდრიუ კევინ უოკერის სცენარის მიხედვით დადგა, მორგან ფრიმენის და ბრედ პიტის პერსონაჟები სერიული მკვლელის შეპყრობას ცდილობენ, რომელიც მსხვერპლს შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის მიხედვით ირჩევს.
„ნიჭიერი მისტერ რიპლი“ (The Talented Mr. Ripley, 1999) – პატრიცია ჰაისმიტის ფსიქოლოგიური ტრილერი ეკრანზე ენტანი მინგელამ გააცოცხლა, მთავარი როლები კი, ჯუდ ლომ, მეტ დეიმონმა და გვინეტ პელტროუმ შეასრულეს.
„იდეალური მდინარე“ (Mystic River, 2003) – კლინტ ისტვუდის დრამატული დეტექტივი სამი საუკეთესო მეგობრის ისტორიაა, რომელთაგან ერთ-ერთს შვილი ეღუპება, მეორე სწორედ მის მკვლელობაშია ეჭვმიტანილია, მესამე კი – იძულებულია იდუმალებით მოცული საქმე გამოიძიოს.
„გახსოვდეს“ (Memento, 2000) – კრისტოფერ ნოლანის ფილმის მთავარი პერსონაჟი სადაზღვევო კომპანიის დეტექტივია, რომელიც მეუღლის მკვლელობას იძიებს, თუმცა მძიმე ტრავმის შემდეგ მეხსიერებადაკარგულს უჭირს ინფორმაციის დამახსოვრება და იძულებულია ყველაფერი უბის წიგნაკში ჩაიწეროს.
„გოგონა დრაკონის ტატუთი“ (Män som hatar kvinnor, 2009) – ჟუნალისტის და ექსცენტრიული ჰაკერის ისტორია, რომლებიც ათწელულების წინ დაკარგული გოგონას პოვნას ცდოლობენ, სტიგ ლარსონმა აღწერა საკუთარ რომანში, ბესტსელერის ეკრანიზაცია კი შვედმა რეჟისორმა ნილს ანდერ ოპლევმა განახორციელა. სხვათაშორის, ფილმის რიმეიქი ჰოლივუდშიც გადაიღეს, თუმცა ევროპული ორიგინალი ბევრად უკეთესი აღმოჩნდა.
„ტყვეები“ (Prisoners, 2013) – დენი ვილნევის დეტექტიურმა ტრილერმა ჰიუ ჯეკმანის და ჯეიკ ჯილენჰოლის მონაწილეობით, კრიტიკოსების მოწონება პირველ რიგში ჰიჩკოკისეული სასპენსის წყალობით დაიმსახურა.