კანიე უესტმა ცნობილ ჟურნალისტ ზეინ ლოუის ვრცელი და საკმაოდ გულახდილი ინტერვიუ მისცა.
ინტერვიუში მუსიკოსმა ალბომზე Jesus Is King მუშაობის პროცესი გაიხსენა: „ალბომზე მუშაობის პროცესში დაუქორწინებელ არტისტებს სექსს ვუკრძალავდი.”
სხვათაშორის, უესტი ძალიან ბევრ, საინტერესო თემას შეეხო. „ღმერთის წყალობით მავნე ჩვევები დავძლიე. თუ სხვა ადამიანები ნარკოტიკებზე არიან დამოკიდებულნი, მე დამოკიდებული სექსზე ვიყავი .”
უესთმა სოციალურ ქსელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოციალური მედია სიგარტზე მავნებელია.
და მაინც, რეპერის ყველაზე ეპატაჟური განაცხადი ეს იყო:
„უდავოა, ყველა დროის საუკეთესო არტისტი მე ვარ, – ეს ფაქტია.”
ინტერვიუს მსვლელობისას მან კიდევ ერთი ახალი ალბომი დააანონსა, რომელსაც საშობაოდ მოვისმენთ და რომლის სახელწოდებაც Jesus Is Born იქნება.
თუმცა მანამდე, „ყველა დროის უდიდესი არტისტის“ ცხელცხელი ალბომი, Jesus is King შეაფასეთ. ?
შეგახსენებთ, რეპერმა მოღვაწეობა 1990-იან წლებში დაიწყო. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-2015 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.