LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა გადაწყვეტილებაზე შეიტყობთ თანმიმდევრულად, სწორ დროს, სწორი ფორმით“ – ნათია მეზვრიშვილი

131
8lhpt6kwtlb899y

ყველა გადაწყვეტილებაზე შეიტყობთ თანმიმდევრულად, სწორ დროს, სწორი ფორმით, – აღნიშნულის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი ნათია მეზვრიშვილი წერს.

ამით მეზვრიშვილი გამოეხმაურა საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს გახარიას გუნდის მიმართ, შევლენ თუ არა პარლამენტში და შეუერთდებიან თუ არა პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციას.

მეზვრიშვილმა პოსტში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გუშინდელი არჩევნები არ გამოხატავს ამომრჩევლის ნებას.

მისივე თქმით, ახლა მთელი გუნდი დაკავებულია იმით, რომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებას მტკიცებულებები მიაწოდონ.

„ძვირფასო ამომრჩევლებო, ბევრი კითხვა მოდის რას ვაპირებთ. ვფიქრობ, გუშინაც და დღესაც ბრიფინგზე მკაფიოდ განვმარტეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი:

ეს არჩევნები არ გამოხატავს ამომრჩევლის ნებას. ივანიშვილმა ჩვენს არჩევანზე იძალადა. ახლა დაკავებული ვართ იმით, რომ ყველანაირი სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმის გამოყენებით, ყველა დონეზე, ამის აღიარებას მივაღწიოთ. თვეები მოვანდომეთ მტკიცებულებების მოგროვებას. ახლაც ამას ვაკეთებთ. დამკვირვებლებს ჯერ საბოლოო შეფასებები არ გამოუქვეყნებიათ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შეფასებები იყოს კიდევ უფრო მძიმე.

ამაში ვდებთ ახლა მთელ ჩვენ ენერგიას. ეტაპობრივად კიდევ უფრო მეტ დეტალს გაგიზიარებთ. არასოდეს გვახასიათებდა არათანმიმდევრულობა. ნაადრევად არც ოპოზიციის გამარჯვება გვიზეიმია. მესმის, ემოციური ფონია (და არჩევნების გაყალბების გათვალისწინებით, სავსებით სამართლიანად), მაგრამ ყველა გადაწყვეტილების შესახებ შეიტყობთ თანმიმდევრულად, სწორ დროს და სწორი ფორმით. სრული პასუხისმგებლობით ვეკიდები ჩვენთვის მოცემულ თითოეულ ხმას. მერწმუნეთ, არ იქნება გაურკვეველი საკითხები”,- წერს მეზვრიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები