LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა გეგმიური და პლასტიკური ქირურგიის ოპერაცია/მანიპულაცია უნდა შეჩერდეს მინიმუმ 2 თვით: გიორგი ფხაკაძე

184
გიორგი-ფხაკაძე

“ყველა გეგმიური და პლასტიკური ქირურგიის ოპერაცია/მანიპულაცია უნდა შეჩერდეს მინიმუმ 2 თვის ვადით”,-ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ის აცხადებს, ასევე სრულად იზიარებს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის აზრს საველე ჰოსპიტლების შესახებ, რომლის თანახმად მინისტრი არ იზიარებს კარვებში მოწყობილ საავადმყოფოს იდეას.

“100%-ით ვეთანხმები ქალბატონ მინისტრს, უნდა მოხდეს არსებული სამედიცინო დაწესებულებების რესურსების მობილიზება, სჯობს, დროებით (2 თვით) გამოცხადდეს სამედიცინო დაწესებულებების ნაციონალიზაცია საქართველოში, რათა ყველა არსებული სამედიცინო საწოლი და სამედიცინო პერსონალი იქნას მობილიზებული  ამ ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ და ყველა გეგმიური და პლასტიკური ქირურგიის ოპერაცია/მანიპულაცია უნდა შეჩერდეს მინიმუმ 2 თვის ვადით“,-დაწერა ფხაკაძემ ფეისბუქში.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, თუ რატომ არ იზიარებს საველე ჰისპიტლების გახსნის იდეას. მინისტრის თქმით, კარვებში მოწყობილი საავადმყოფო, მოსახლეობის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასთან ერთად, მკურნალობის ხარისხზეც იმოქმედებს.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე მას მტკიცე გადაწყვეტილება აქვს მიღებული, თუმცა, თუ ქვეყანაში ასეთი ჰოსპიტლების აუცილებლობა დადგება, ის ისეთ სივრცეში განთავსდება, რომელსაც მინიმალური ფსიქო-ემოციური ზეწოლა ექნება მოსახლეობაზე.

 

mazda magti 5g