LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა ღონეს უნდა მივმართოთ, რომ ძლივს შეკოწიწებული, ახლად შექმნილი ქართული სახელმწიფო დავიცვათ და ერთმანეთის უფლებებს გავუფრთხილდეთ: წულუკიანი

63
თეა წულუკიანი

“ყველა ღონე უნდა მივმართოთ იმისთვის, რომ ეს ძლივს შეკოწიწებული, ახლად შექმნილი ქართული სახელმწიფო დავიცვათ და როგორმე გავუფრთხილდეთ ერთმანეთის უფლებებს ისე, რომ ამით ჩვენი სახელმწიფოებრიობა და სამოქალაქო მშვიდობა ქვეყნის შიგნით არ დავაზიანოთ.” – კულტურის მინისტრი 5 ივლისს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, “ყველა ადამიანმა საკუთარ თავს რამდენიმე რამ უნდა შევახსენოთ, მაგალითად ის, რომ ადამიანის უფლებების სამართალში რამდენიმე წიგნს მაინც გავეცნოთ”:

ჩვენ გუშინ გარკვეული მოვლენები ვიხილეთ. მალე გამოჯანმრთელება მინდა ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, ვინც დაშავდა.

მათი მხრიდან ძალიან ბევრი კომუნიკაცია იყო ყველასთან. ყველამ საკუთარ თავს რამდენიმე რამ უნდა შევახსენოთ, მაგალითად ის, რომ ადამიანის უფლებების სამართალში რამდენიმე წიგნს მაინც გავეცნოთ. თუ რას ვგულისხმობ, ჩემი, როგორც ადამიანის უფლებების სასამართლოს ყოფილი თანამშრომლის, იუსტიციის ყოფილი მინისტრის მიერ ნებისმიერი გადაცემის პირობებში შეიძლება გაიშალოს.

მეორე, ყველამ ჩვენს თავს შევახსენოთ, რომ ყველაფერზე მაღლა სამშობლო დგას. ეს სამშობლო უამრავი გამოწვევის წინაშეა, მათ შორის ოკუპაციის წინაშე და ყველა ღონე უნდა მივმართოთ იმისთვის, რომ ეს ძლივს შეკოწიწებული, ახლად შექმნილი ქართული სახელმწიფო დავიცვათ და როგორმე გავუფრთხილდეთ ერთმანეთის უფლებებს ისე, რომ ამით ჩვენი სახელმწიფოებრიობა და სამოქალაქო მშვიდობა ქვეყნის შიგნით არ დავაზიანოთ. ის, რომ სამშობლო დგას ყველაზე მაღლა, ეს იყო ამ მიწაზე ყოველთვის ასე, ახლაც ასეა და იმედია, მომავალშიც ასე იქნება.” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” “ღირსების მარში უნდა გამართულიყო, თუმცა მარშის მოწინააღმდეგეების აქციის და  ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, “თბილისი პრაიდმა” ღონისძიების გადადების გადაწყვეტილება მიიღო. 

magti 5g