LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა ის მოქალაქე, ვისაც გურიაში სახლი დაენგრა, ვისი სახლიც გამოუსადეგარია, ახალი სახლი მიეცემათ. ან ავუშენებთ, ან თანხას გადავცემთ და თავად შეიძენენ სახლებს“ – ირაკლი ღარიბაშვილი 

166
Untitled design (4)

„ყველა ის მოქალაქე, ვისაც სახლი დაენგრა, ან ვისი სახლიც გამოუსადეგარი გახდება, ყველას განსახლება მოხდება და ამ ოჯახებს ან ახალი სახლი მიეცემათ, ან ჩვენ შევუძენთ, ან ავაშენებთ, ან თანხას გადავცემთ და თავად შეიძენენ სახლებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„შემოწმებული სახლებიდან 200-მდე სახლზე დაწერილია უარყოფითი დასკვნა, ანუ 200-მდე ოჯახი ექვემდებარება განსახლებას“ – ლანჩხუთის მერი გურიის სტიქიის ზონიდან

მისი განცხადებით, „გურულებს არავითარი სანერვიულო არ აქვთ, რადგან მთავრობა მათ ყველაფერში დაეხმარება“.

„გურიაში ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს დაუზიანდა სახლები, ბევრს დაენგრა, იმ სახლებში გაჩერება შეუძლებელია, არ შეიძლება იქ ცხოვრება, ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა ეკონომიკურ საბჭოზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა ის მოქალაქე, ვისაც სახლი დაენგრა, ან ვისი სახლიც გამოუსადეგარი გახდება, ყველას განსახლება მოხდება და ამ ოჯახებს ან ახალი სახლი მიეცემათ, ან ჩვენ შევუძენთ, ან ავაშენებთ, ან თანხას გადავცემთ და თავად შეიძენენ სახლებს. ესეც მინდოდა მეთქვა ჩვენი გურულებისთვის, არავითარი სანერვიულო მათ არ აქვთ, ჩვენ ყველაფერში დავეხმარებით და მოვაგვარებთ მათ პრობლემებს. დანარჩენი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რეგიონებში სტიქიის შედეგების აღმოფხვრა მიმდინარეობს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g