LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შემოწმებული სახლებიდან 200-მდე სახლზე დაწერილია უარყოფითი დასკვნა, ანუ 200-მდე ოჯახი ექვემდებარება განსახლებას“ – ლანჩხუთის მერი გურიის სტიქიის ზონიდან

167
Untitled design (3)

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ „ამ დროისთვის გეოლოგების მიერ შემოწმებული სახლებიდან 200-მდე სახლზე დაწერილია უარყოფითი დასკვნა, ანუ 200-მდე ოჯახი ექვემდებარება განსახლებას“.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია სრულად არის აღდგენილი. რაც შეეხება ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების აღდგენას, ამ კუთხით სამუშაოები გრძელდება.

როგორც მერმა აღნიშნა, ახალი სასწავლო წელი მუნიციპალიტეტის სამ საჯარო სკოლაში ვერ დაიწყო.

„დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შედარებით მშვიდი სიტუაცია გვაქვს. გზების 90% გახსნილია, დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე უბანი, სადაც გეოლოგები ჯერ შესვლას არ გვირჩევენ. მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია. რაც შეეხება გაზიფიცირებას, გვრჩება უბნები, სადაც გეოლოგები გვეუბნებიან, რომ შესვლა არ შეიძლება. ქალაქში წყალმომარაგება აღდგენილია, ხოლო სოფლებში ჯერჯერობით ფიზიკურად ვერ ვახერხებთ აღდგენას, რადგან ყველა წყალსაცავი დამარხულია. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამ დღეებში დასრულდეს გაწმენდითი სამუშაოები და ორშაბათიდან დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს, რაც მასშტაბური იქნება. სოფელ ხორეთთან დროებით დამაკავშირებელი საფეხმავლო და სამანქანე ხიდი უკვე მოეწყო. ამ დროისთვის გეოლოგების მიერ შემოწმებული სახლებიდან 200-მდე სახლზე დაწერილია უარყოფითი დასკვნა, ანუ 200-მდე ოჯახი ექვემდებარება განსახლებას. სასწავლო პროცესი ვერ დავიწყეთ მხოლოდ სამ საჯარო სკოლაში: ჩოჩხათში, შრომის უბანსა და ნინოშვილში“, – განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

ცნობისათვის, გურიაში მეწყერი 8 სექტემბერს ჩამოწვა, რომელმაც 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g