LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველა კორუმპირებული უნდა იქნას მხილებული” – ხაზარაძის თქმით, პარლამენტში ანტიკორუფციულ კანონს დააინიცირებს

45
190542280-553857165988238-1982990452598912246-n

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ დღეს, ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” პარლამენტში ანტიკორუფციულ კანონს დააინიცირებს.

როგორც მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, კორუფციის დამარცხება უნდა იქცეს ფართო საზოგადოებრივ მოძრაობად.

“ქვეყანაში გამეფებულია კორუფცია და ნეპოტიზმი. “ქართულმა ოცნებამ” ეს სენი ახალ სიმაღლეზე და ელიტურ დონეზე აიყვანა ხელი-ხელს ბანს პრინციპით.

ვისაც ცოტა მაინც თუ ესმის ამ პრობლემის შედეგების სიმწვავის, მათ კარგად იციან, თუ რატომაა საქართველო სიღატაკეში, რატომ არ დებენ ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციებს, რატომ ტოვებენ ახალგაზრდები სამშობლოს.
ჩვენ ამას შევცვლით!

ხვალ ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” პარლამენტში მოახდენს ანტიკორუფციული კანონის ინიცირებას.
ამ პროცესს რეალური შედეგი მაშინ მოყვება, თუ ეს ჩვენი ყველას ერთობლივი ბრძოლა იქნება. კორუფციის დამარცხება უნდა იქცეს ფართო საზოგადოებრივ მოძრაობად.

ამ “ჯახში” თითეული ჩვენგანი უნდა იდგეს რიგით ჯარისკაცად.

ყველა კორუმპირებული უნდა იქნას მხილებული და დასჯილი კანონის სრული სიმკაცრით, სანამ კორუფცია ქვეყნის ღალატის ტოლფას დანაშაულად არ იქნება აღქმული, ჩვენ ამ ჩაკეტილ წრეს ვერ გავარღვევთ!”- წერს მამუკა ხაზარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g