LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველა მკვლელის დედამ ჩახედეთ დედაჩემს თვალებში, საკუთარ მკვლელ შვილს, რომ ვერ იმეტებთ ციხისთვის ჩვენ სამუდამოდ ჩავდეთ 19 წლის ანგელოზი მიწაში!”- ანი შაქარაშვილი

416
BeFunky-collage

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის და, ანი შაქარაშვილი მისი ძმის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრების განცხადებებს ეხმაურება და ბრალდებულების იმ მშობლებს მიმართავს, რომლებმაც გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში დღეს აქციების ჩატარება დააანონსეს.

“ყველა მკვლელის დედამ ჩახედეთ დედაჩემს თვალებში და კითხეთ რას ნიშნავს შვილის მონატრება ! საკუთარ მკვლელ შვილს, რომ ვერ იმეტებთ ციხისთვის ჩვენ სამუდამოდ ჩავდეთ 19 წლის ანგელოზი მიწაში !!! და ამას ვინმე გაპატიებთ ? არასოდეს !!!” – წერს ანი შაქარაშვილი.

“მაშინ რატომ არ აგიკანკალდათ ხელი ან ხმა ბავშვს რომ ესე იმეტებდით?! იმ ბავშვს, რომელიც თქვენნაირი ცხოველებისგან გარბოდა… ახლა საკმარისი დრო გექნებათ “ცრემლებისთვის” – ანი შაქარაშვილი

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს დასრულდა. მოსამართლე სათათბიროდ გავიდა, თუმცა ჯერჯერობით, უცნობია როდის გამოაცხადებს 5 ბრალდებულისთვის განაჩენს.

პროკურატურას ხუთივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის, დაცვის მხარეს კი გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს. ერთ-ერთი ბრალდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის დედის, ნინო გოგილაშვილის განცხადებით, თუ მის შვილს მოსამართლე გაამტყუნებს, ამას გაასაჩივრებს და გააპროტესტებს.

რომელი ბრალი? თუ განაჩენი დაუმსახურებლად დადგება, ესეც სიკვდილია ოჯახების – ბრალდებულის მშობელი ამბობს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში შესაძლოა, აქციები გამართონ

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g