LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა თუ პარლამენტში შევა, ეს ძლიერი საქართველოს წინაპირობა იქნება: საფრანგეთის ელჩი

56
დიეგო კოლასი

საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ქვეყნის ენერგია მიმართული იყოს იმისკენ, რომ სახელმწიფო მის წინაშე არსებულ გამოწვევებს უკეთესად გაუმკლავდეს.

ელჩი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ამისთვის მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტია პარლამენტში შევიდეს:

“კრიზისის დაწყებამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მთელი ენერგია მიმართული იყოს იმისკენ, რომ ქვეყანა უკეთესად გაუმკლავდეს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ეს გულისხმობს ძლიერ ოპოზიციას პარლამენტში.

ძლიერი ოპოზიცია ქმნის ძლიერ დემოკრატიას და ძლიერ ხელისუფლებას. ამიტომ ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა თუ შევა პარლამენტში, ვფიქრობ, ეს იქნება ძლიერი პარლამენტის და ძლიერი საქართველოს წინაპირობა.” – თქვა კოლასმა.

ცოტა ხნის წინ, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში, შეიკრიბება პოლიტიკური საბჭო, სადაც ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებენ.

მანამდე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ახლა ძალიან რთული მდგომარეობაში და დილემის წინაშეა და პარტიის წევრებისთვის, ახლა პარლამენტში შესვლაც და არშესვლაც თანაბრად პრობლემურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g