LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედი გვაქვს, საქართველო დააკვირდება, რომ არ გადაიქცეს ბიზნესის საწარმოებლად „შავი ხვრელის“ ადგილად, როგორიცაა ტაჯიკეთი – საფრანგეთის ელჩი

67
diego-kolasi-saphrangetis-elchi-sakartveloshi_w_h

იმედი გვაქვს, რომ ასეთ კომპლექსურ გარემოში საქართველო ყურადღებით დააკვირდება, რომ არ გადაიქცეს ბიზნესის საწარმოებლად „შავი ხვრელის“ ადგილად, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დიეგო კოლასმა გუშინ, საქართველოს პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპამდე საქართველო თავისი ქმედებებით ადასტურებს სურვილს, ამ კოლექტიურ ძალისხმევაში თავისი მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს.

„კარგად გვესმის, რომ საქართველო გრძნობს თავის მოწყვლადობას და მხედველობაში იღებს ფრთხილ ქმედებებს. ამ ეტაპამდე ვხედავთ, რომ საქართველო თავისი სიტყვებითა და ქმედებებით ადასტურებს სურვილს, რომ ამ კოლექტიურ ძალისხმევაში თავისი მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს. ასევე დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ ასეთ კომპლექსურ გარემოში, საქართველო ყურადღებით დააკვირდება, რომ არ გადაიქცეს ბიზნესის საწარმოებლად „შავი ხვრელის“ ადგილად, როგორიცაა ტაჯიკეთი”, – განაცხადა დიეგო კოლასმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები