„ყველამ იცის, ყველა ოპოზიციონერმა, რომ ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტს დამაჯერებლად მოვიგებთ. არა 43-ს, არამედ 53%-ს ველოდებით, ეს ყველას გადაეცით, დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერისა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადების საპასუხოდ დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომლის თანახმადაც გახარიამ თქვა, რომ მმართველ ძალას ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს.
მისი თქმით,„ქართული ოცნება“არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ეს ყველამ კარგად იცის.
„ამ განცხადებას აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა და საფუძველი არ გააჩნია – ეს ერთი. მეორე, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არჩევნებს გავალთ და ძალიან ძლიერად. ყველამ იცის, ყველა ოპოზიციონერმა, რომ ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტს დამაჯერებლად მოვიგებთ. არა 43-ს, არამედ 53%-ს ველოდებით, ეს ყველას გადაეცით, დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მთავრობის მეთაურმა.