სულ ცოტა ხნის წინ ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ რადიო „ფორტუნა პლუსს“ ესტუმრა. მათ ახალი სიმღერა და კლიპი წარადგინეს. სიმღერის სახელწოდებაა ,,9 – ის 15 წუთია”. ახალი ნამუშევარი ჩვეული მელოდიურობითა და დასამახსოვრებელი მოტივებითაა გამორჩეული.
სიმღერა რეზო ბლიაძეს ეკუთვნის, არანჟირება პაატა სილაგაძეს, ხოლო კლიპი პაატა მეიშვილმა გადაიღო.
„ყველა რაღაც დროს ელოდება… ჩვენ ველოდები ძააან კონკრეტულ დროს, ცხრის თხუთმეტს, რადგან გვინდა მოხდეს ის რაც გვინდა… აღარ გაჩერდება, ჩვენი ეს სიმღერა“, – წერია კოლექტივის ოფიციალურ „ფეისბუკ“ გვერდზე.