LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა რეჟიმი, რომელიც თავისუფალ სიტყვას და ადამიანის უფლებებს უპირისპირდება, განწირულია ისტორიის სანაგვეზე გასასტურმებლად: „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი

78
დავით დვალი

„ყველა რეჟიმი, რომელიც თავისუფალ სიტყვას და ადამიანის უფლებებს უპირისპირდება, განწირულია ისტორიის სანაგვეზე გასასტურმებლად“, – ამის შესახებ განცხადებას „რუთავი2“-ის დამფუძნებელი დავით დვალი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მისი განცხადებით, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის 30-წლიანი ისტორიის მანძილზე ყველა ხელისუფლება ებრძოდა სიტყვის თავისუფლებას და ყველა ხელისუფლება განიხილავდა დამოუკიდებელ ტელევიზიებს, როგორც მისი კეთილდღეობის და ბატონობის საფრთხეს.

დავით დვალის თქმით, მოძალადე რეჟიმი, რომელიც კლავს, აუცილებლად უნდა დაინგრეს.

„რუსთავი 2-ის დამფუძნებლების მიმართვა

26 ივლისს, სულ რაღაც ორ კვირაში, 20 წელი სრულდება გიორგი სანაიას სასტიკი მკვლელობიდან. მაშინაც, ისევე როგორც ახლა, ხელისუფლება ბინძური ხერხებით ცდილობდა გარდაცვალების მოტივების ახსნას. სწორედ ეს მკვლელობა აღმოჩნდა რუსთავი 2-ზე ფართომასშტაბიანი შეტევის დასაწყისი, რაც საბოლოოდ უშიშროების სამსახურების ტელევიზიაში შემოჭრით დაგვირგვინდა.

ყველა ხელისუფლება, საქართველოს დამოუკიდებელი არსებობის ამ ხანმოკლე, 30 წლიანი ისტორიის მანძილზე, ებრძოდა სიტყვის თავისუფლებას, ყველა ხელისუფლება განიხილავდა დამოუკიდებელ ტელევიზიებს, როგორც მისი კეთილდღეობის და ბატონობის საფრთხეს.

30 წელია ბეწვის ხიდზე დავდივართ, 30 წელია ყველა რეჟიმი ყველა ხერხით ცდილობს დაიმორჩილოს და გააკონტროლოს, დაიმორჩილოს ან გაანადგუროს დამოუკიდებელი სიტყვა და თავისუფალი აზროვნება. საბედნიეროდ, თუ დღეს ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ ბოლომდე კორუფციის და ფეოდალიზმის უპერსპექტივო ჭაობში ჩაძირული, ლომის წილი ჩვენს თავისუფალ პრესას ეკუთვნის. თუ კიდევ გვაქვს გადარჩენის შანსი, ეს უპირობოდ დამოუკიდებელი მედიის დამსახურებაა.

როგორც ჩანს ისტორია არაფერს ასწავლის მათ – ყველა რეჟიმი, რომელიც თავისუფალ სიტყვას და ადამიანის უფლებებს უპირისპირდება, განწირულია ისტორიის სანაგვეზე გასასტუმრებლად. მოძალადე რეჟიმი კი, რომელიც კლავს, აუცილებლად უნდა დაინგრეს.

ჯარჯი აქიმიძე
დავით დვალი“, – წერია გავრცელებულ განცხდებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g