დედაქალაქის მერი შეკვეთილი საახალწლო ნაძვის ხისა და ილუმინაციების სანახავად იტალიაში ჩავიდა. კახა კალაძე ქალაქ რეჯიო ემილიას ეწვია და კომპანია (IDO SRL) მიერ თბილისისთვის განკუთვნილი საახალწლო განათებებისა და ნაძვის ხის დამზადების ბოლო ეტაპს გაეცნო.
მერმა საწარმოში მიმდინარე სამუშაოები მოქალაქეებს ფეისბუქლაივის საშუალებით აჩვენა.
მერია იტალიურ ნაძვის ხესა და საახალწლო განათებებში 2.8 მილიონ ლარს იხდის
“დედაქალაქი საახალწლოდ იქნება ძალიან ლამაზად განათებული, ყველანაირად მოწესრიგებული. ყველა სამუშაო კეთდება ხელით, რაც მზადდება ყველაფერი არის ჩვენი ქალაქისთვის, იქნება ულამაზესი, როცა სამუშაოები მთლიანად დასრულდება. ორ დღეში იქნება გამოგზავნილი.
რაც მზადდება არის ძალიან მჩატე, იმისთვის, რომ უსაფრთხოების თვლასაზრისით რაიმე პრობლემა არ შეგვექმნას უამინდობის დროს”- აღნიშნა კალაძემ ვიდეომიმართვისას და დასძინა, რომ აღნიშნული კომპანია საახალწლო განათებებს თბილისის გარდა, ლონდონს, ბერლინს და დუბაის უმზადებს.
https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial/videos/798411733957327/
დედაქალაქი 2020 წელს ახალი ნაძვის ხით, განათებითა და დეკორაციებით შევხდება. მერიამ ახალი წლის სამზადისისთვის 2,8 მილიონი ლარი გამოყო.
მერიამ 40 ათას მშიერ ადამიანს 200 ათას ლარამდე წაართვა და საახალწლო განათებებზე 2,6 მილიონ ლარს ხარჯავს
სად წავიდა შარშანდელი საახალწლო განათებები და რატომ ვხარჯავთ ყოველ წელს მილიონობით ლარს?
მუნიციპალური კომპანია “თბილსერვის ჯგუფის” მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ – იტალიურმა IDO SRL-მა მიიღო.
კომპანია 25 მეტრის სიმაღლის ალუმინის კონსტრუქციის ნაძვის ხეს 304,8 ათასი ევროდ მიაწვდის „თბილსერვის ჯგუფს“.
საახალწლოდ თბილისში “სანტას კომპლექსი” მოეწყობა (ფოტოები)
3 000 ცალი ნაძვის ხის მწვანე ტოტითა და LED განათებებით იქნება გაფორმებული.საახალწლოდ განათდება წმინდა გიორგის მონუმენტი, რუსთაველის გამზირი და ორბელიანის მოედანი, ასევე დაიდგმება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.