LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა შეტყობინებას, რომელიც ბავშვის მიმართ განხორციელებულ იძულებას ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას უკავშირდება, დეტალურად ვსწავლობთ – შს მინისტრის მოადგილე

54
ალექსანდრე დარახველიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, უწყება დეტალურად სწავლობს ყველა ინფორმაციას, რომელიც ბავშვის მიმართ განხორციელებული იძულების ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ ვრცელდება.

„მშობლებმა რამდენიმე ასეთი ფაქტის შესახებ დაწერეს, ავნერვიულდით“ – ვრცელდება ცნობები, რომ თბილისის სკოლების მიმდებარედ მოსწავლეებს უცნობი მამაკაცი უთვალვალებს

„უცხო პირები ცდილობენ ბავშვებთან ურთიერთობის დამყარებას.. უკვე მსგავს 5 სავარაუდო შემთხვევას ვსწავლობთ“ – რა განცხადებას ავრცელებს სახალო დამცველი

ამის შესახებ ალექსანდრე დარახველიძე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა:

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა შეტყობინებას და ინფორმაციას, სადაც არსებობს ინფორმაცია, რომ ბავშვის მიმართ განხორციელდა იძულება ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, ზედმიწევნით და დეტალურად სწავლობს.

დიღომში მომხდარ ფაქტზე, სადაც 10 წლის ბავშვზე მოხდა ზეწოლა, დაკავებულია პიროვნება და ეს ცნობილია. ყველა შეტყობინებაზე, რაც შემოდის პოლიციაში 112-ით თუ სხვა საშუალებით, მყისიერ რეაგირებას ვახდენთ, დეტალურად ვსწავლობთ, თუმცა არის შემთხვევები, სადაც არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები, სადაც იკვეთება პოლიცია უმკაცრეს რეაგირებას ახორციელებს.

კონკრეტულ რიცხვებს ვერ მოგაწვდით, თუმცა ყველა ინფორმაციაზე, რაც სოციალური ქსელით, 112-ით თუ სხვა საშუალებით ჩვენთვის ხდება ცნობილი, პოლიცია იწყებს მყისიერ რეაგირებას და ხდება როგორც შემსწრე პირების, ასევე სავარაუდო დაზარალებულების გამოკითხვა, კამერების დათვალიერება და სადაც კი იკვეთება დანაშაულის ნიშნები, ძალიან სწრაფად ხდება რეაგირება“, – განაცხადა დარახველიძემ.

„პედოფილიის შემთხვევები იმაზე მეტად ხშირია, ვიდრე საჯაროდ ხმაურდება“ – რა უნდა იცოდნენ მშობლებმა და როგორ უნდა ველაპარაკოთ ბავშვებს სექსუალურ ძალადობაზე / კვირის თემის პოდკასტი

“არ გამოეპასუხოს უცნობს! არ გაუბას საუბარი! არ გაჰყვეს არსად და არასდროს” – რა უნდა იცოდეს სკოლამდელი და დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვმა აუცილებლად

არჩილ მარშანია მშობლებს მიმართავს: „გაგიზიარებთ რეკომენდაციებს ბავშვთა უსაფრთხოებისთვის.. თუ ბავშვები მარტო არიან, ეს წესი უნდა დაიცვან.. კარგი იდეაა თუ გექნებათ “საოჯახო

magti 5g