LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უცხო პირები ცდილობენ ბავშვებთან ურთიერთობის დამყარებას.. უკვე მსგავს 5 სავარაუდო შემთხვევას ვსწავლობთ“ – რა განცხადებას ავრცელებს სახალო დამცველი

68
BeFunky-collage (4)

სახალხო დამცველი ეხმიანება სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ბავშვების მიმართ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების თაობაზე.

„მშობლებმა რამდენიმე ასეთი ფაქტის შესახებ დაწერეს, ავნერვიულდით“ – ვრცელდება ცნობები, რომ თბილისის სკოლების მიმდებარედ მოსწავლეებს უცნობი მამაკაცი უთვალვალებს

საუბარია ინფორმაციაზე, რომ თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში უცხო პირები სასწავლო დაწესებულებებთან თუ საჯარო სივრცეებში სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ ბავშვებთან ურთიერთობის დამყარებას და მათთან ერთად სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე დაყოლიებას.

როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი უკვე სწავლობს მსგავს ხუთ სავარაუდო შემთხვევას.

ომბუდსმენის აპარატი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საზოგადოების ინფორმირებას და მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, განახორციელონ პროაქტიური და კოორდინირებული ქმედებები.

„ამ პროცესში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ: ბაღებში, სკოლებსა თუ მათ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდეს უცხო პირთა გადაადგილების მკაცრი კონტროლი. ხოლო, ბავშვებისთვის საფრთხის, ან საფრთხის შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, პასუხისმგებელმა პირებმა დროულად მიაწოდონ ინფორმაცია მშობლებსა და სამართალდამცავ უწყებებს;

საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ბავშვებს და მშობლებს მიაწოდონ ინფორმაცია, თუ როგორ იმოქმედონ მსგავს სიტუაციებში, საფრთხისგან თავის არიდების რა მექანიზმები არსებობს და ვის უნდა დაუკავშირდნენ;

საზოგადოებამ მსგავსი ფაქტების შემჩნევის შემთხვევაში გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დროულად მიმართოს სამართალდამცავებს, მათ შორის, დააფიქსიროს შეტყობინება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში „112-ში“.

სახალხო დამცველი სავარაუდო შემთხვევებზე დაწყებული გამოძიების მიმდინარეობას შეისწავლის და თითოეულ შემთხვევაზე სახელმწიფო უწყებების მხრიდან რეაგიარების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს შეაფასებს.

საჭიროების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში მიმართონ საქართველოს სახალხო დამცველს ცხელ ხაზზე – 1481“, – ნათქვამია სახალხო დამცველის ოფისის განცხადებაში.

mazda magti 5g