LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა სიძნელე გადალახვადია, ყველა დანგრეული გზა აღდგენადია, მაგრამ ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა თბილისს, უდიდესი ტკივილია“ – კალაძემ წლიური ანგარიში 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გახსენებით დაიწყო

276
BeFunky-collage (1)

დედაქალაქის მერმა თბილისის საკრებულოში 2022 წლის ანგარიშის წარდგენა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გახსენებითა და მისი ხსოვნისთვის წუთიერი დუმილით პატივის მიგებით დაიწყო.

კახა კალაძის განცხადებით, მარიტას წინაშე აქვთ ვალდებულება, რომ მსგავსი ტრაგედია არასდროს განმეორდეს.

„დღევანდელი ანგარიში მინდა დავიწყო მარიტას ხსოვნით, რომლის წინაშე გვაქვს ვალდებულება, რომ მსგავსი ტრაგედია არასდროს არ განმეორდეს. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მარიტას ხსოვნას!

ყველა სიძნელე, ყველა სირთულე გადალახვადია, ყველა დანგრეული გზა აღდგენადია, მაგრამ ტრაგედია, რომელიც 2022 წელს თავს დაატყდა თბილისს, არა მხოლოდ ჩემთვის, დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანისთვის, არის უდიდესი ტკივილი“, –  განაცხადა კალაძემ.

კალაძე: გაუგებარია, რატომ მოხვდათ სიტყვა „მშვიდობა“ გულზე ასე მწარედ ოპონენტებს და რატომ ებრძვიან ამ სლოგანს

ცნობისთვის, მიმდინარე წლის13 ნოემბერს, ვაკის პარკის ახლად რეაბილიტირებულ შადრევანში სამ ბავშვს დენმა დაარტყა. მათგან ერთ-ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.

„მოვითხოვთ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას გირაოს სახით“ – მერიის დაკავებული მაღალჩინოსნის ადვოკატი

ადვოკატი: გაოგნებულია, გაუკვირდა დაკავების ამბავი – ლაშა ფურცხვანიძე დგას მყარად, როგორც მართალი ადამიანი

რელეს საკითხი რჩება მთავარ კითხვად – ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დავადგინოთ, რატომ არ იმუშავა უსაფრთხოების ნორმებმა – ბასილაია ვაკის პარკის ტრაგედიაზე

“ბოლოს იყო საუბარი, რომ ჯოხი გადატყდა მათზე” – ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ძმების დედა

„მარიტასგან“ – მარიტას კლასელები ხალხს ნობათს ურიგებენ – ვიდეოს მამა შალვა კეკელია გვიზიარებს

მარიტა მეფარიშვილის დედა: დიდი მადლობა უკეთილშობილეს ადამიანს, დევი მეზურნიშვილს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოახერხა მარიტას საბედისწერო სურვილის ასრულება, მისი მეგობრების ლაზარეს და ანდრიას გადარჩენა

mazda magti 5g