LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: გაუგებარია, რატომ მოხვდათ სიტყვა მშვიდობა გულზე ასე მწარედ ოპონენტებს და რატომ ებრძვიან ამ სლოგანს

173
კახა კალაძე

„ჩემთვის ცოტა უცნაური იყო, როდესაც წლევანდელ საახალწლო სლოგანს „მშვიდობის ქალაქი“ არაერთი სპეკულაცია მოჰყვა. ეს გაუგებართან ერთად ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. სასაცილოც კი არაა არგუმენტი, თითქოს, წლევანადელი სლოგანი ნიშნის მოგების პრინციპით ვინმეს ჯინაზე იყო შერჩეული“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, ამ თემაზე სერიოზულად საუბარი უბრალოდ წარმოუდგენელია. მან ქვეყანასა და საზოგადოებას მშვიდობა კიდევ ერთხელ უსურვა.

„ყველა სიძნელე გადალახვადია, ყველა დანგრეული გზა აღდგენადია, მაგრამ ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა თბილისს, უდიდესი ტკივილია“ – კალაძემ წლიური ანგარიში 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გახსენებით დაიწყო

„არ ვიკადრებ, არც თქვენ არ გაკადრებთ. მაგრამ მშვიდობას რა ფასი აქვს ყველაზე უკეთ ეს ჩვენმა მეგობარმა უკრაინელმა ხალხმა იცის. ამიტომაც ამ ახალ წელს სწორედ მშვიდობას და მშვიდობასთან ერთად გამარჯვებას ვუსურვებ თავისუფლებისთვის მებრძოლ თითოეულ ადამიანს.

მშვიდობას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და ჩვენს ქალაქს. უკრაინელებთან ერთად საქართველოს მოქალაქეები ვართ ის ადამიანები, ვინც ძალიან კარგად ვიცით მშვიდობის ფასი და სამწუხაროდ, ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს, როცა შენს ქვეყანაში ომია.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გაუგებარია, რატომ მოხვდათ სიტყვა „მშვიდობა“ გულზე ასე მწარედ ოპონენტებს და რატომ ებრძოდნენ და ებრძვიან ამ სლოგანს. თუმცა, თუკი ოპონენტების პოლიტიკური ანგაჟირების მიმართულებას, ხარისხს და ვიწროპარტიულ ინტერესებს გავითავლისწინებთ, ყველაფერი ნათელი და აშკარა ხდება.“ – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g