ყაზახეთში მცხოვრები სომხური დიასპორა კრემლის პროპაგანდისტს, ტიგრან კეოსიანს მიმართავს. ცნობილია, რომ მარგარიტა სიმონიანის ქმარი და რეჟისორად წოდებული პროპაგანდისტი ყაზახეთის მთავრობას დაუპირისპირდა. ეს მაშინ მოხდა, როცა კეოსიანმა ყაზახები 9 მაისის აღლუმის ჩაშლის გამო გააკრიტიკა. კეოსიანმა განაცხადა, რომ ყაზახეთთან ძმური ურთიერთობების გაწყვეტის და შესაბამისი რეაგირების დროა.
ამ ფაქტს მალე მოჰყვა ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადება, სადაც ითქვა, რომ კეოსიანის ქვეყანაში შემოსვლა შეიზღუდება. ყველაზე დიდი პროტესტი კი კეოსიანის განცხადებამ სომხურ დიასპორაში გამოიწვია. კულტურის ცენტრისა ხელმძღვანელის, არმან მანუკიანის თქმით, კეოსიანმა ბოდიში უნდა მოიხადოს:
„ყველა სომეხმა არ უნდა აგოს პასუხი ერთი ჭკუასუსტი გამო. ბოდიში მოიხადოს, ჩამოვიდეს და ნახოს, როგორ ცხოვრობს ხალხი აქ. ყაზახებს ყოფნით ზრდილობა იმისა, რომ მას სახეში არ შეაფურთხონ“ – განაცხადა მანუკიანმა.