ტიგრან კეოსიანი რუსეთში მოღვაწე მსახიობი, ტელეწამყვანი და პროდიუსერია. ის პუტინის პროპაგანდისტი არტისტების სიას ლიდერობს, მეუღლესთან, მარგარიტა სიმონიანთან ერთად. უკრაინაში ომის დაწყებიდან დასავლეთმა მას პერსონალური სანქციები დაუწესა. თავად კესოიანი გამუდმებით სტუმრობს პოლიტიკურ გადაცემებს და პუტინის პროპაგანდისტულ არხებზე რუსული არმიის საქებარ სიტყვებს არ იშურებს.
მისი ერთ-ერთი ბოლო გამოსვლა იყო გადაცემა „მარკოვი: არაფერი პირადი“, სადაც კეოსიანმა პუტინის ქება-დიდებაში მარგარიტა სიმონიანს გადაუსწრო: „დასავლეთმა სასიკვდილო ომი გამოგვიცხადა, ესაა შანსი რუსეთისთვის, გახდეს უძლეველი. ეს გამოწვევა, უნდა მივიღოთ, როგორც შანსი“ – აცხადებს რუსეთში მოღვაწე სომეხი არტისტი.