ყველა ტიპის სიგარეტის ერთნაირი კოლოფით გაყიდვის ვალდებულება კომპანიებს 2022 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად, 2024 წლის 31 დეკემბრამდე გადაუვადდათ. ამ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა იმსჯელა.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის ისკო დასენის თქმით, კომპანიების განმარტებით უკრაინაში განვითარებულ მოვლენებამდე, საქართველოს ბაზრისთვის განკუთვნილი თამბაქოს პროდუქცია ძირითადად უკრაინის ქარხნებში იწარმოებოდა.
„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, თამბაქოს ნაწარმის ინდუსტრიაში ჩაბმულ კომპანიებს უწევთ რამდენიმე ქვეყნის სხვადასხვა ქარხნებში, ნაცვლად ერთ ქარხანაში სტანდარტიზებული შეფუთვის შესაბამისი პროცესების გადაწყობა, აღნიშნული უფრო ხანგრძლივ და კომპლექსურ პროცესს წარმოადგენს, რაც კანონით განსაზღვრული ღონისძიებების გათვალისწინებულ ვადაში განხორციელებას ეჭვქვეშ აყენებს“, – თქვა ისკო დასენმა.
შესაბამისად, 2024 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება კანონის მე-6 მუხლის ქვეპუნქტები, რაც თამბაქოს ნაწარმის შეფუთვასა და დიზაინს ეხება და თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესის დამკვიდრებას გულისხმობს.
1-ლი იანვრიდან ყველა სახის თამბაქო სადა, ერთფეროვანი შეფუთვით გაიყიდება - როგორ გაარჩევს მომხმარებელი რას ყიდულობს
თამბაქოს კონტროლის ალიანსში ფიქრობენ, რომ აღნიშნული რეგულაცია გავლენას არა უშუალოდ მწეველ მომხმარებელზე, არამედ პოტენციურ მომხმარებლებზე, მოზარდებსა და ბავშვებზე მოახდენს.
ცვლილების თანახმად, ყველა ტიპის კოლოფი იქნება ერთფეროვანი და აკრძალული იქნება ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი აღმნიშვნელი სხვა ელემენტის გამოყენება.
როგორც თამბაქოს კონტროლის ალიანსში აცხადებენ, აღნიშნული ცვლილებების თანახმად, აკრძალული იქნება ბრენდის ლოგოს გამოყენება, თუმცა სადა შეფუთვაზე მითითებული იქნება მხოლოდ ბრენდის წარწერა.
რაც შეეხება ცვლილებების მიზანს, თამბაქოს კონტროლის ალიანსში ფიქრობენ, რომ აღნიშნული რეგულაცია გავლენას არა უშუალოდ მწეველ მომხმარებელზე, არამედ პოტენციურ მომხმარებლებზე, მოზარდებსა და ბავშვებზე მოახდენს.