LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა ვარსკვლავში ოთხი ქართველი შეიყვანეს

85

ბრიტანულმა გამოცემა “გარდიანმა” მსოფლიოს თასზე მოასპარეზე მეორე დონის ქვეყნების წარმომადგენელი ნაკრები გუნდების “ოლ სტარი” შეადგინა.

ძირითად 15-ეულში სამი ქართველი მორაგბე მოხვდა: ჩვენი კაპიტანი მამუკა გორგოძე, მერაბ შარიქაძე, მიხეილ ნარიაშვილი, ხოლო სათადარიგოებშია დავით ზირაქაშვილი, რომელმაც შეგახსენებთ, რომ სწორედ მსოფლიო თსზე დაასრულა სანაკრებო კარიერა.

ყველა ვარსკვლავის სრული შემადგენლობა ასეთია:

გორომარუ (იაპონია), ფან დერ მერვე (კანადა), ჰირნი (კანადა), შარიქაძე (საქართველო), ნადოლო (ფიჯი), კოცე (ნამიბია), ტანაკა (იაპონია).
ნარიაშვილი (საქართველო), ჰორი (იაპონია), მააფუ (ფიჯი), კადმორი (კანადა), ნაკარავა (ფიჯი), ლიჩი (იაპონია), ბერგერი (ნამიბია), გორგოძე (საქართველო).

სათადარიგოები: ბარკვილი (კანადა), ლაძარი (რუმინეთი), ზირაქაშვილი (საქართველო), მანოა (აშშ), ბოთმა (ნამიბია), ორმაეჩეა (ურუგვაი), ვოლავოლა (ფიჯი), ვეაინუ (ტონგა).

სხვათა შორის, “გარდიანმა” აღნიშნა, რომ რაც მსოფლიოს თასი ოცგუნდა გახდა, ეს ყველაზე საინტერესო ჯგუფური ეტაპი იყო, რადგან პირველი და მეორე დონის გუნდებს შორის სხვაობა შემცირებულია.

”გარდიანს” თავისი სიტყვების დასტურად სტატისტიკა მოყავს: 2003 წელს ბობოლები მეორე დონის ქვეყნებს საშუალოდ 45 ქულის სხვაობით უგებდნენ, 2007 წელს – 39 ქულით, წინა ჩემპიონატზე სხვაობა 38 ქულა იყო, წლეულს კი ჯერჯერობით 22 ქულაა განსხვავება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g