LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა ველოდით, რომ ეს კონსერვატორიაშიც მოხდებოდა“ – კულტურის სფეროს წარმომადგენლები რექტორის არჩევნების პროცედურის შეწყვეტას აპროტესტებენ

169
Untitled design (18)

კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან  აქციას მართავენ.

ისინი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნების პროცედურის შეწყვეტას აპროტესტებენ.

პიანისტის, გიორგი გიგაშვილის თქმით, მისთვის მოსალოდნელი იყო, რომ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი კონსერვატორიის საქმიანობაშიც ჩაერეოდა, ისე, როგორც ბოლო პერიოდში მინისტრი კულტურის სხვა სფეროებს მოექცა.

„კონსერვატორია უკვე 100 წელიწადზე მეტია ერთად დგას და ერთიანობით ვიბრძვით, ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის. დღეიდან უკვე წარიმართება ის პროცესები, რითაც ჩვენ ყველა შევძლებთ ამ დამოუკიდებელი, თავისუფალი სასწავლებლის დაცვას. დიახ, ეს არის რეპრესიები და ამას ყველა ველოდებოდით, განსაკუთრებით მე. ის, რაც სხვა კულტურის სფეროებში მოხდა, ყველა ველოდით, რომ ეს კონსერვატორიაშიც მოხდებოდა. ახლა უკვე საჭიროა, რომ გონება ჩავრთოთ და თანმიმდევრულად ვიმოქმედოთ”, – განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ მუსიკოსმა, გიორგი გიგაშვილმა.

მანამდე, 20 სექტემბერს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის ფორმატში” გამოსვლისას განაცხადა, რომ „თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რეფორმაა განსახორციელებელი”.

მინისტრის შეფასებით: „კონსერვატორია დღეს ვერ ახერხებს სტუდენტებს მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლება მიაწოდოს”.

„თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რეფორმაა, ბატონებო და ქალბატონებო, განსახორციელებელი, ვინაიდან დღევანდელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია უფრო მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლებას უნდა აწვდიდეს ჩვენს სტუდენტებს, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ახერხებს”, – აღნიშნა წულუკიანმა.

ფოტო : IPN
magti 5g