LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა, ვინც 3 ადგილიანი სუპერქარი შეიძინა, საჩუქრად შეუფასებელ ქანდაკებას მიიღებს

40

კომპანია McLaren Automotive 106 მყიდველიდან ყველას საკოლექციო ქანდაკებას აჩუქებს სახელწოდებით Speed Form. ავტომწარმოებელი ჰიპერქარ GT-ის ყიდის. ქანდაკება თავისუფალ გაყიდვაში არასოდეს არ ჩაეშვება და ამიტომ მწარმოებელი მას „შეუფასებელს“ უწოდებს. თითოეული სკულპტურის დამზადებას ასი საათი სჭირდება. კიდევ 30 საათი მის ხელით პილირებას მიაქვს. „სიჩქარის ფორმა“ სამ ადგილიანი ჰიპერქარის ინტერიერის ასლს იმეორებს, რომელსაც მძღოლის სავარძელი ცენტრალურ ნაწილში აქვს მოთავსებული.

ქანდაკების სიგრძე 400 მილიმეტრია, სიგანე 205, სიმაღლე კი 80 მილიმეტრი. ის 3,6 კილოგრამს იწონის. Speed Form-ის თითოეული ეგზემპლარი ინდივიდუალურ ნომერს მიიღებს.

GT ყველაზე ექსტრემალური და მდიდრული ავტომობილი იქნება McLaren-ის ისტორიაში. მას 391 კმ/საათის განვითარება შეუძლია. კუპე მხოლოდ 106 ეგზემპლარი გამოვა. ფასი კი 1,6 მილიონი ფუნტი სტერლინგია. ყველა მთაგნი უკვე გაყიდულია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები