LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა ვხედავთ, რომელი ტელევიზიები აპიარებენ გიორგი გახარიას გუნდს, ეს შეიძლება, გარკვეულ ეჭვებს ამძაფრებდეს: კობახიძე

95
gaxaria-kobaxidze

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარიას  გახარიას გუნდის დაფინანსებაზე კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს.

ჟურნალისტების კითხვაზე, გახარიას გუნდში ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ აბრალებს, თითქოს კეზერაშვილი აფინანსებს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ჩხარტიშვილი აფინანსებსო, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა:

„არ მახსენდება არც ერთი ასეთი ბრალდება. ჩვენ არასდროს არავისთვის დაგვიბრალებია ასეთი რამ. სადაც ვიცით, რომ ვიღაც, ვიღაცას აფინანსებს, იქ ვამბობთ ხოლმე, მაგრამ არც ერთხელ „ქართული ოცნების“ არც ერთ წარმომადგენელს არ უთქვამს, რომ ვიღაც მას აფინანსებს“.

გამოჩნდება, რა ფულით გეგმავენ პოლიტიკური საქმიანობის წარმოებას, რომელი ტელევიზიები დაუჭერენ მხარს და ა.შ: ირაკლი კობახიძე გახარიას გუნდზე

კითხვაზე, გიორგი გახარიას პოლიტიკაში მოსვლის მიზანი არის თუ არა ის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ 43 პროცენტზე ნაკლები აიღოს, კობახიძემ აღნიშნა, რომ ისინი ამ მიზანს ვერ მიაღწევენ.

„მე მგონი, ვერც ერთ და ვერც მეორე მიზანს ისინი ვერ მიაღწევენ. არ ველოდებით რაიმე განსაკუთრებულ რესურს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული ჩვენს დღის წესრიგზე. ჩვენი ამოცანა და მიზანი გვაქვს. ეს მიზანი არის ის, რომ დაახლოებით ის შედეგი გავიმეოროთ და ცოტა მეტიც ავიღოთ, ვიდრე გვქონდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ამაზე ვიქნებით კონცენტრირებული და არა სხვა პარტიებზე. სხვა პარტიებს შეუძლიათ, საკუთარი კამპანია აწარმოონ“, – განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, გავრცელებული ინფორმაციით, კეზერაშვილთან გახარიას შუამავალი გიორგი ხოჯევანიშვილის ძმაა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მას ასეთი ინფორმაცია არ აქვს.

„მე ამ ყველაფერში ვერ შევალ. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, რომ კონკრეტული ტელევიზიები აპიარებენ ე.წ. გუნდს და ტელევიზიების არსიდან გამომდინარე, შეგვიძლია, დაახლოებით ვარაუდი გამოვთქვათ იმასთან დაკავშირებით, პოლიტიკურად ვისთან შეიძლება იყოს ის დაკავშირებული“. – აღნიშნა კობახიძემ.

კობახიძე ამბობს, რომ გამორიცხულია, რომ „ქართული ოცნებიდან“ გიორგი გახარიას გუნდს ვინმე შეუერთდეს.

„მის გუნდში არის ექვსი დეპუტატი ზოგი კლასელი, ზოგი მეგობარი, ეს არის მთელი რესურსი. ამ არჩევნებში ჩვენ დასახულ მიზანს მივაღწევთ, ვის რა მიზანიც არ უნდა ჰქონდეს“. – ამბობს კობახიძემ.

საუკეთესო შემთხვევაში გავა მესამე ადგილზე: ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g