LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაფერი დავინახე, მანქანაში ვიჯექი“ – ლევან დოთიაშვილი თამაზ გინტურის მკვლელობაზე

234
Untitled design (1)

რუსეთის საოკუპაციო ძალების ტყვეობიდან გათავისუფლებული ლევან დოთიაშვილი აცხადებს, რომ 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, თამაზ გინტურის მკვლელობის მომენტში ის ავტომანქანაში იჯდა და ყველაფერი დაინახა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „ფორმულასთან“ სატელეფონო საუბარში აღნიშნა.

„მეტყველების საშუალებაც არ აქვს, განადგურებულია.. მის წინ მოკლეს კაცი, ვერ ვიცანი, ისეთ მდგომარეობაშია“ – რას ჰყვებიან ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული ლევან დოთიაშვილის მამა და მეუღლე

„ყველა მაგ მოლოდინში ხართ, ჩემს პასუხს ელოდებით, რა მოხდა და რა არა. ცოტა ხანი, 1-2 საათი მაცადეთ, წამოვდგები ფეხზე და კომენტარს მოგცემთ. ყველაფერი დავინახე, მანქანაში ვიჯექი, მე პირადად“, – განაცხადა ოკუპანტების უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლებულმა ლევან დოთიაშვილმა „ფორმულასთან“.

მოგვიანებით, ლევან დოთიაშვილმა მედიასთან მომხდარის შესახებ ვრცლად ისაუბრა:

„დამიზნებით გვესროდნენ მანქანიდან, ჯერ საბურავები და შემდეგ გამიზნული სროლა იყო. ჩვენ მანქანაში ვისხედით, შეიძლება დაგვიძახა, რომ არ წახვიდეთო, ყოველ შემთხვევაში, არ გაგვიგია და სროლა-სროლით მოგვდევდა, ბევრი გაისროლა. თავად ვნახე ნატყვიარები [თამაზ გინტურს] ზურგის არეში ჰქონდა მოხვედრილი. ერთი თქვა „დამჭრაო“, „მოგარტყა დიმიტრიჩ-მეთქი“ და კიო,  მერე „ვსო“…

გადავედი მანქანიდან, გადმოვიყვანე. ამ დროს, დანარჩენი რუსი ჯარისკაცები ამოვიდნენ და მე ტყის მიმართულებით წამიყვანეს. ვინ ისროლა დავინახე, მაგრამ ცნობით არ ვიცნობ. სროლის შემდეგ, 7 ჯარისკაცი 5-6 წუთის შემდეგ ამოვიდა. თამაზი რომ მანქანიდან გადმოვიყვანე, სასწრაფოში რომ დავრეკე, ყველას რომ გავაგებინე, 7 კაცი მოვიდა და წამიყვანეს. ჩვენ უკან პირდაპირ სროლით მოდიოდა, სათამაშოდ რომ არ მოდიოდა, რა თქმა უნდა, ხომ?

გზაში იყო შეურაცხყოფაც, დარტყმაც. ერთი კონკრეტული ადამიანი მირტყამდა.

ყველა იყო იარაღით, ზოგი კონდახით, ზოგი ხელით, მაგას ნამდვილად ვეღარ ვიგებდი უკვე“,- თქვა ლევან დოთიაშვილმა.

„ლევან დოთიაშვილს სახის არეში აღენიშნება დაზიანება, რომელიც, როგორც თავად განგვიმარტა, უკანონო დაკავების დროს მიიღო“ – ირაკლი ანთაძე

ცნობისათვის, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი გუშინ, გვიან ღამით გაათავისუფლეს და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს.

ანა ფოტიგა: „თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.. მინდა ამ საკითხზე დებატები და რეზოლუციის მიღება მოვითხოვო“ 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

„ხვალ, კირბალში მაიორ თამაზ გინტურის გასვენებაა.. ვისაც სურვილი აქვს, შევიკრიბოთ ველოსიპედთან და საავტომობილო კოლონით დავიძრათ კირბალის მიმართულებით“ – დავით ქაცარავა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ დეტალურად წაიკითხავთ აქ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები