LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერი გააკეთა “ქართულმა ოცნებამ”, რომ მოევლო, თაფლი მიეცა, მურაბა მიეცა, გადაერჩინა – ზილფიმიანი სააკაშვილზე

402
1

პარლამენტის წევრი დავით ზილფიმიანი ექსპრეზიდენტის შიმშილობის საკითხს ეხმიანება და ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა, რათა მისთვის მოევლო.

პოლიტიკოსი ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზეც საუბრობს და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქუჩის აქციები რაიმე სამოქალაქო კონფლიქტს გამოიწვევს – ისევ ოპოზიცია იქნება “წალეკილი”:

“ხალხში ინტენსიური მზაობა, მომზადება მიდის, თითქოს რაღაცა იგეგმება. ამიტომ, ეს იმედგაცრუება, რისკენაც მოსახლეობა მიჰყავთ, მერე აუცილებლად უკან ბრუნდება ბუმერანგივით.

არ დაგვავიწყდეს, რომ ამხელა რისხვის ქვეშ მყოფი პარტია, თუ მოხდა ისე, რომ ამ ქუჩის აქციებმა, ამ არეულობებმა, საზოგადოებაში რაიმე სამოქალაქო კონფლიქტი გამოიწვია, პირველ რიგში, ისევ თვითონ იქნებიან წალეკილები. ყველაზე ცუდი, რაც ვერ გაიგეს, არის ის, რომ ყველაფერი გააკეთა “ქართულმა ოცნებამ”, რომ მოევლო, თაფლი მიეცა, მურაბა მიეცა, გადაერჩინა”, – განაცხადა ზილფიმიანმა.

ამასთან, მან “ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდა “ველი დაცალონ”:

“ახლა თვითონ აგრძელებენ იმას, რომ იმის ნაცვლად, წავიდნენ და ველი დაცალონ, ველის დაცლა არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ოპოზიცია გაღვივდეს და გაიზარდოს, ჯანმრთელი ოპოზიცია.

რა მობილიზაციაც უნდა იყოს, ხალხის ის დიდი მასა, ვინც მათი წარსული ნახა, არ დაუშვებს ცვლილებას იმ კოალიციით, რომელშიც შედის “ნაციონალური მოძრაობა”. წადით, დაცალეთ ველი. ქუჩაში კი არ უნდა წახვიდეთ, ღმერთმა მოგცათ იმის საშუალება, რომ ამ ბოროტებაზე არ გაგებინათ არავინ პასუხი, წადით, დაცალეთ ველი”, – განაცხადა ზილფიმიანმა.

შეგახსნებეთ, ოპოზიცია შაბათს, 6 ნოემბერს აქციას მართავს.

საქართველო პროტესტს იწყებს! – მელია რუსთავის ციხესთან უწყვეტ აქციებს აანონსებს

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას, ყოფილი პრეზიდენტი უკვე 33-ე დღეა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პროტესტის ამ ფორმას მიმართავს.

საუბარი შეუძლია, ჩაი დავლიეთ, ყველანაირი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ – სააკაშვილის პირადი ექიმი

 

magti 5g