LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო პროტესტს იწყებს! – მელია რუსთავის ციხესთან უწყვეტ აქციებს აანონსებს

114
BeFunky-collage (28)

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და თბილისის მერობის ოპოზიციური კანდიდატი, ნიკა მელია რუსთავის ციხესთან პერმანენტულ აქციას აანონსებს.

მეგობრებო!

საქართველო პროტესტს იწყებს!

17 საათზე ბათუმში დაიწყება პროტესტი (აჭარის მთავრობის სახლთან/თავისუფლების კვარტალი) 18 საათზე ვიკრიბებით რუსთავის ციხესთან.

შეკრებას ექნება პერმანენტული ხასიათი და არ დასრულდება მიზნის მიღწევამდე!

ბრძოლა, რომელიც ახლა იწყება, გამარჯვებით დასრულდება!”,- წერს ნიკა მელია.

დღესვე ენმ-ს თავმჯდომარემ დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პროტესტი სამართლიანია.

“დიახაც, საქართველო იწყებს პროტესტს, სამართლიან პროტესტს. ყველაზე დიდი დანაშაულია, როდესაც არჩევანს ართმევ საქართველოს მოქალაქეს. დამარცხებულებს გამარჯვებულებად აცხადებ და პირიქით. ეს არ და ვერ დარჩება პასუხგაუცემელი!

რუსთავის ციხესთან აქცია გაგრძელდება, მანამ სანამ კონკრეტულ შედეგს არ მივიღებთ და არ ვიხსნით პრეზიდენტ სააკაშვილს ამ კლანჭებიდან, რომელსაც ბოროტი ხელისუფლების კლანჭები ჰქვია“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, 31 ოქტომბერს ოპოზიციამ პარლამენტის წინ აქცია გამართა. ლიდერებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე აქცია დააანონსა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g