LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერი მერაბ ნინიძის შესახებ – მსახიობის ავტობიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია დღეს გაიმართება

573

ერთი წლის წინ, გამომცემლობა „ინტელექტის“ დირექტორს, ზვიად კვარაცხელიას გაუჩნდა იდეა, დაწერილიყო ავტობიოგრაფიული წიგნი მსახიობ მერაბ ნინიძის შესახებ. ეს ჟანრი მსოფლიოში ძალიან პოპულარულია, საქართველოში კი მსგავსი წიგნები თითქმის არ გამოდის. მით უმეტეს, როდესაც მას თანაავტორი ჰყავს. გამომცემლობამ გადაწყვიტა, ამ კუთხით პირველი ყოფილიყო და მერაბზე წიგნის დაწერა ტელეჟურნალისტ მარიკა ბაკურაძეს შესთავაზა.

მარიკამ მერაბ ნინიძე 2003 წელს, „ვენეციელი ვაჭრის“ პრემიერაზე გაიცნო, სამი წლის შემდეგ კი ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს „იმედის გმირების“ დაჯილდოვებამდე და ნაცნობობა განაახლეს, ნაცნობებიდან კი მეგობრებად გადაიქცნენ…

მარიკა ბაკურაძე:

ჩვენი პირველი შეხვედრის ფოტო წიგნშიც შევიდა, როცა „ვენეციელი ვაჭარი“ თეატრალურ სარდაფში დაიდგა და რადიოდან მასთან ინტერვიუს ჩასაწერად გამიშვეს. სამი წლის შემდეგ გადავწყვიტე, „იმედის გმირების“ დაჯილდოვებაზე ერთ-ერთი გმირი მას წარედგინა. იმ დროიდან მოყოლებული განვაახლეთ ნაცნობობა და ვმეგობრობთ.

ზვიად კვარაცხელიამ გადაწყვიტა, რომ მე შემეთავაზებინა მერაბისთვის, ამ წიგნზე ერთად გვემუშავა. ძალიან ვინერვიულე, სანამ ამას ვეტყოდი და მეგონა, არ დამთანხმდებოდა. მერაბმა თავიდან  იუმორით მიღო, იკითხა, სამუზეუმო ექსპონატი ხომ არ ვარო, თუმცა შემდეგ, როცა დიდხანს ვისაუბრეთ, დაინტერესდა.

იყო სირთულეები, წიგნზე მუშაობა 9-10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მერაბი აქ არ ცხოვრობს, ხან მე ჩავდიოდი ვენაში, ხან ის ჩამოდიოდა, ვიყავით მის სოფელში, გურიაში, სადაც ბავშვობა გაატარა. წიგნიც სწორედ ბავშვობიდან იწყება და ვფიქრობთ, ყველა იმ თემას შევეხეთ, რაც მკითხველისთვის საინტერესო იქნებოდა. უბრალოდ, ვსაუბრობდით, ამას ინტერვიუს სახე არ ჰქონდა, მერე კი ვწყვეტდით, რა გამხდარიყო საჯარო და რა – არა. ვინც ეს წიგნი წაიკითხა, ყველამ აღნიშნა, რომ მან ბევრი სიცარიელე შეავსრო, რაც მსახიობთან დაკავშირებით აქამდე იყო…

რადგან მას დიდად არ უყვარს მედიასთან ურთიერთობა…

დიახ და საქართველოშიც არ არის ხშირად. აქ არის ბავშვობის წლები, თეატრი, კინო და პირადი ცხოვრება.

მეორე სირთულე ის იყო, რომ მინდოდა, გულწრფელი ყოფილიყო და ამბები შეუნიღბავად გადმოგვეცა და ერთად შევძელით ამის მიღწევა.

 

წიგნი ზაფხულში გამოვიდა, თუმცა გამომცემლებს სურდათ, პრეზენტაცია მერაბთან ერთად მოეწყოთ და აქამდე ეს ვერ მოხერხდა. დღეს საღამოს,  „თი-ბი-სი გალერეაში“, მსახიობი წიგნის პერსონაჟებთან ერთად დაესწრება პრეზენტაციას. წიგნს სახელწოდებაა: „მთავარია, მსახიობი არ გამოხვიდე…“

ნინო მურღულია

 

 

 

merabi da marika

 

12191358_515540228605698_1205738133977466691_o

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g