LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაფერი „ოცნების“ „შოუა“.. არც იმის მჯერა, რომ ზურაბიშვილს რაიმე ბერკეტი გააჩნია,  ევროკავშირის დედაქალაქებში მოლაპარაკებებით რაიმე შედეგი დადოს – ერთადერთი რაც შეუძლია, სააკაშვილი გამოუშვას“ – ჯაფარიძე

174
ზურა ჯაფარიძე - IPN

„არ მგონია, რომ ეს იმპიჩმენტი დასრულდეს იმპიჩმენტით – ყველაფერი „ოცნების“ „შოუა“, რომელიც წაგვაღებინებს თვეს, თვე ნახევარს და გვალაპარაკებს ამ თემაზე, სხვა შედეგი არ ექნება“, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ერთადერთი, რაც სალომე ზურაბიშვილს პროცესის წინ წასაწევად შეუძლია, არის საქართველოს მე-3 პრეზიდენტის შეწყალება.

პრემიერი: არც საქართველოს პრეზიდენტს, არც ჩვენს კრიტიკოსებს, ოპოზიციას, არაფერი არ გაუკეთებიათ ბოლო 10 წელიწადში, ევროინტეგრაციის გზაზე. ყველაფერი ექსკლუზიურად „ქართული ოცნების“ დამსახურებაა

„მე არ მგონია, რომ ეს იმპიჩმენტი დასრულდეს იმპიჩმენტით. ეს იქნება პროცესი, რომელიც წამოიწყო „ოცნებამ“ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ერთი თვის განმავლობაში ყურადღება გადაიტანოს სხვა მნიშვნელოვანი თემებიდან და გვალაპარაკოს ამ თემაზე. მეტი ამას არანაირი შედეგი არ ექნება.

პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს - 50 დეპუტატი გააჩნია, მის თანამდებობიდან გადაყენებას კი 100 ხმა სჭირდება

საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.

მე არც იმის მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილს რაიმე ბერკეტი გააჩნია, რომ ჩავიდეს ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებში და იქ მოლაპარაკებებით რაიმე შედეგი დადოს, თუნდაც სტატუსთან მიმართებით, იმიტომ, რომ მასზე არაა დამოკიდებული.

მათაც იციან, რომ მასზე არაა დამოკიდებული. რეფორმები არის გასატარებელი და ამ რეფორმებთან მიმართებით სალომე ზურაბიშვილს არც რაიმე ბერკეტი გააჩნია.

„ყველაფრის მიუხედავად, არ მგონია, სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებაროს შანტაჟს და სააკაშვილი შეიწყალოს, ეს იქნება პოლიტიკური თვითლიკვიდაცია” – მამუკა მდინარაძე

ერთადერთი რაც შეუძლია არის ის, რომ სააკაშვილი გამოუშვას და ამით შეუძლია წვლილი შეიტანოს. ამიტომ, საბოლოო ჯამში, ყველაფერი არის „ოცნების“ „შოუ“, რომელიც წაგვაღებინებს თვეს, თვე ნახევარს და გვალაპარაკებს ამ თემაზე, სხვა შედეგი არ ექნება“. – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

„პრეზიდენტის ერთადერთი მიზანია ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“ – ეკა სეფაშვილი

 

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g