LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერი უფლის ნებით ხდება, ეს არის დიდი გაფრთხილება – სოფიო კილაძე არჩევნების შედეგებზე

118

ვფიქრობ, ეს არის შედეგი იმ რიგი შეცდომების, რომელიც ჩვენმა გუნდმა დაუშვა, – “ქართული ოცნების” დეპუტატი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე სოციალურ ქსელში არჩევნების შედეგებს ეხმიანება.

მისი თქმით, შედეგების არც ხალხზე და არც “ნაციონალურ მოძრაობაზე” გადაბრალება არ იქნება სწორი.

“მხოლოდ საკუთარი შეცდომების გაანალიზება და ამ ანალიზზე ადეკვატური რეაგირება, კონკრეტული, ხალხისთვის სასარგებლო შედეგის დადება იქნება საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ისევ დავიბრუნოთ საზოგადოების ნდობა.

ყველაფერი უფლის ნებით ხდება. ეს არის დიდი გაფრთხილება, რომ ჩვენ არ ავცდეთ ჭეშმარიტ გზას, რომელიც ხალხს სიკეთეს მოუტანს.

ძალიან სწრაფი ტემპებით უნდა წავიდეთ წინ. რეფორმები და საქმის კეთება, მხოლოდ ეს უშველის ამ ქვეყანას,” – წერს სოფიო კილაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g