LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერი წვეულებისთვის – ერთი გაჩერების მაღაზია თბილისში

815

ყველაფერი წვეულებისთვის – MyDay ერთი გაჩერების ფორმატის მაღაზიაა, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა დასახელების წვეულების აქსესუარებს სთავაზობს. ამ ეტაპზე MyDay-ის ფილიალი, თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ ”ჰოუმმარტის” შენობაში, 180 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. აქ 4000-ამდე დასახელების სხვადასხვა აქსესუარსა თუ დეკორაციას შეხვდებით, რომელიც თქვენს წვეულებას განსაკუთრებულად გამორჩეულსა და საინტერესოს გახდის.

როგორც ”ფორტუნას” MyDay-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სოფო კვანტალიანმა განუცხადა, საქართველოში ამ ფორმატის მაღაზია, რომელიც მხოლოდ სადღესასწაულო აქსესუარებსა და ნივთებზე მუშაობს, ფაქტობრივად არ არსებობს.

”ჩვენთან ერთ სივრცეშია თავმოყრილი ყველაფერი, რაც თქვენი დღის გალამაზებისთვის დაგჭირდებათ. ანუ, არ გიწევთ სხვადასხვა ლოკაციაზე მისვლა, იმისთვის, რომ დღესასწაულის გასაფორმებლად აქსესუარები შეიძინოთ. ბანერები, სანთლები, პარიკები, კოსტიუმები – ყველაფრის ყიდვაა შესაძლებელი MyDay-ში”, – აღნიშნა კვანტალიანმა.

 

მისივე ინფორმაციით, MyDay სამომავლოდ ქსელის გაფართოებას გეგმავს. ახლო პერიოდში რიგით მეორე მაღაზია, ამჯერად უკვე სავაჭრო ცენტრ ”თბილისი მოლში” გაიხსნება. ”ამასთან, ვაპირებთ გავააქტიუროთ ონლაინ გაყიდვებიც, რისთვისაც სპეციალური ვებ-გვერდი შეიქმნება”, – განმარტა MyDay-ის დამფუძნებელმა.

ამასთან, როგორც სოფო კვანტალიანი ამბობს, MyDay-ის კიდევ ერთი პლუსი 24 საათაინი მიტანის სერვისია. MyDay მომხმარებელს სასურველ პროდუქტს, მათ შორის ჰელიუმით დაბერილ ფერად-ფერად ბუშტებს, სასურველ ლოკაციაზე, სასურველ დროს აწვდის.

ცნობისთვის, MyDay 2017 წლის ზაფხულში დაარსდა. ამ ეტაპზე აქ 8 ადამიანია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ MyDay სადღესასწაულო ნივთების იმპორტს ევროპის ქვეყნებიდან და აშშ-დან ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g